„კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც მაღაზიის გარეთ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია ერთი პირი - შსს
- სამართალი
- 06.03.2025
- 11:50
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200