png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სენატში MEGOBARI აქტის მოსმენა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის გადაიდო

  • მსოფლიო
  • 12.03.2025
  • 09:01
 სენატში MEGOBARI აქტის მოსმენა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის გადაიდო

სენატში MEGOBARI აქტის მოსმენა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის გადაიდო. ამის შესახებ TV პირველის ეთერში, ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძემ ისაუბრა.

„დღეს სენატში მოსმენა, საქართველოსთან დაკავშირებით, გადაიდო. დაახლოებული წყაროს ცნობით, გადადება უკავშირდება პროცედურულ საკითხებს, კერძოდ, დემოკრატების უკმაყოფილებას გარკვეული საკითხებით და სწორედ მათი თხოვნით მოხდა. ეს უკავშირდება არა საქართველოს, არამედ დონალდ ტრამპის პოლიტიკას და მის საგარეო ნაბიჯებს. ვერ მოხდა შეთანხმება დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებს შორის. მისი განხილვა ახლა უკვე მარტის ბოლოსკენაა დაგეგმილი. დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ეს აქტი უნდა მიეღო, თუმცა, ეს უკვე რამდენიმე კვირაში მოხდება. შემდეგ უკვე, როდესაც აქტს მიიღებს სენატის საგარეო კომიტეტი, ის საერთო კენჭისყრაზე გავა, ამასთან ერთად კი, წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარეობს ამ აქტის მათი ვერსიის განხილვა, რომელიც ასევე ჯერ კომიტეტმა, შემდეგ კი უკვე პალატამ უნდა მიიღოს.

საქართველოს შემთხვევაში და სენატის შემთხვევაში, აქტი მარტის ბოლოდან, სავარაუდოდ, უფრო სწრაფად დაწინაურდება, რადგან, მსგავს საკითხებზე, სავარაუდოდ, მოწინააღმდეგეს გარეშე ხდება კენჭისყრა. თუ ყველა თანხმდება სენატში აღნიშნულ საკითხზე, მაშინ სენატი მას საერთო მოსმენის გარეშე იღებს, შესაძლებელია, ეს მოხდეს სწორედ საქართველოს “მეგობარი აქტის“ შემთხვევაშიც, - აღნიშნა ჩხიკვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge