png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს მიუძღვნა

  • ეკონომიკა
  • 15.03.2016
  • 12:58
„ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს მიუძღვნა

„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ორგანიზებით ვენაში ქართული არქიტექტურის გამოფენა გაიხსნა. “კონტინენტების გადაკვეთაზე“ - ასე ჰქვია ექსპოზიციას რომელიც დედაქალაქის გამორჩეულ ნაგებობებს აერთიანებს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან დღემდე. კომპანიის სათაო ოფისის - რინგტურმის ცნობილ საგამოფენო სივრცეში 60-მდე შენობის დიდი ზომის ფოტოებისა და რამდენიმე მაკეტის დახმარებით მოწვეული სტუმრებისთვის თბილისი ერთგვარი აღმოჩენა გახდა.

საქართველო ერთ-ერთია იმ 25 ქვეყნიდან სადაც „ვენის სადაზღვევო ჯგუფია“ წარმოდგენილი.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად კულტურულ და სოციალურ პროექტებს აქტიურად ახორციელებს, ჯგუფმა გამოფენა თბილისზე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს მიუძღვნა.

ექსპოზიციის გახსნას „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიუნტერ გაიერი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გიგიაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"10 წელია „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ თქვენს ქვეყანასთან მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენ გვსურდა ეს გამოფენა ჩვენი ერთგვარი მოლოცვა ყოფილიყო თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთვის და ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი საქართველოსა და ევროპას შორის“, აცხადებს „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიუნტერ გაიერი.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში მსხვილი ინვესტორის საქმიანობა არამხოლოდ ამა თუ იმ კომპანიის წარმატებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მისი რეპუტაციისთვის და საინვესტიციო კლიმატის გაძლიერებისთვის. „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“, როგორც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი სადაზღვევო კომპანია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი ქვეყნების კულტურული და სოციალური კუთხით წარმოჩენას. ამით, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროპასთან დაახლოების საკითხში“, განმარტავს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.

„ასეთი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს უფრო მეტად წარმოჩენა ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს ჩვენს ქვეყანას და შესაბამისად უფრო დიდი ინტერესი გაჩნდება მის მიმართ. ასეთ ღონისძიებებს აქვს ეკონომიკური დატვირთვაც, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გიგიაძე.

ვენაში თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ამსახველი სრული ფოტო მასალა კატალოგის სახითაც გამოიცა. გამოფენა „კონტინენტების გადაკვეთაზე“ ავსტრიის დედაქალაქში 27 აპრილამდე გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge