png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-ის კონგრესში ტრამპის ადმინისტრაციის ჯგუფურ ჩატში, შემთხვევით ჟურნალისტის დამატებასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ

  • მსოფლიო
  • 25.03.2025
  • 11:31
აშშ-ის კონგრესში ტრამპის ადმინისტრაციის ჯგუფურ ჩატში, შემთხვევით ჟურნალისტის დამატებასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ

კონგრესის წევრებმა და ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს აღშფოთება The Atlantic-აში გამოქვეყნებულ მასალაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ იემენში აშშ-ის დარტყმები Signal-ის ჯგუფურ ჩატში განიხილებოდა. იუწყება Politico

დემოკრატი კონგრესმენის თანაშემწემ, კონგრესის დამოკიდებულება ინციდენტთან დაკავშირებით აღწერა, როგორც "ოპერატიული უსაფრთხოების კოშმარი".

Politico-ს პენტაგონის წყაროებმა განუცხადეს, რომ Signal-ის ჩატის სიტუაცია "უბრალოდ დაუჯერებელია".

„ან თავდაცვის დეპარტამენტს ამჟამად აქვს პრობლემები კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ან ჰეგსეთი [პენტაგონის ხელმძღვანელი] უბრალოდ არ არის დაკავებული ამ საქმით“, - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

ინციდენტი საჯაროდ დაგმეს კონგრესის წევრებმა არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიიდან, არამედ რესპუბლიკური პარტიიდანაც.

"ეს არ უნდა ყოფილიყო გაგზავნილი დაუცველი სისტემებით. რუსეთი და ჩინეთი უდავოდ აკვირდებიან მის [ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცის] დაუცველ ტელეფონს", - თქვა რესპუბლიკელმა დონ ბეკონმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიების დაწყება მოითხოვა.

ორპარტიული გამოძიების ჩატარება მოითხოვა სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჩაკ შუმერმაც. შუმერმა აღნიშნა, რომ ეს არის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დარღვევა.

„ეს მოითხოვს სრულ გამოძიებას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდა ეს, რა ზიანი გამოიწვია და როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები მომავალში. მე ვთხოვ ჩემს რესპუბლიკელ კოლეგებს, იმუშაონ დემოკრატებთან ერთად სრული გამოძიების ჩასატარებლად, თუ რატომ იყო სამხედრო ოპერაციები კოორდინირებული არადაცული ჩატის მეშვეობით და არა იმ უსაფრთხო საკომუნიკაციო არხებით, რომლებიც გადასახადების გადამხდელების მიერ არის დაფინანსებული“, – აღნიშნა შუმერმა.

Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა ორშაბათს განაცხადა,რომ შემთხვევით დაამატეს Signal-ის ჯგუფურ ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები განიხილავდნენ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის გეგმებს.

ჩატის მონაწილეებმა გააჟღერეს საიდუმლო ინფორმაცია, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებზე, რომლის სამთავრობო საკომუნიკაციო სისტემების გარეთ გავრცელება აკრძალულია.

თავად ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ არ იცოდა  The Atlantic-ის სიუჟეტისა და Signal-ის ჯგუფური ჩატის ინციდენტის შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge