primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის - მიხაილ გალუზინი

  • პოლიტიკა
  • 14.04.2025
  • 12:08
რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის - მიხაილ გალუზინი

მზად ვართ საქართველოსთამ  დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა ჩვენ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა, მას შემდეგ რაც ამ რეჟიმმა სცადა აგრესია მოეხდინა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმო ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას ექვემდებარება. თავად მის წინააღმდეგ უამრავი სარჩელია.

გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა ძალიან გონივრული განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ. როგორც მივხვდი, იგივე დამოკიდებულება აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთის მიმართ. და ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია.

ვიმედოვნებთ, რომ ისინი გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის არსებული რეალობის გონივრული აღქმის საფუძველზე“, - განაცხადა გალუზინმა.

გალუზინის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.

„ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დაკავშირებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ჩვენს პოზიციასთან. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება  რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მიღებული გადახედვას არ ექვემდებარება.

მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი განვითარება. და ამისთვის ბევრი შესაძლებლობაა.

საქართველოსთვის რუსეთი კვლავ რჩება საკვანძო ბაზარად ბევრ სფეროში, განსაკუთრებით ღვინის პროდუქტების და ხილის. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოს ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია.

რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურული, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები. .

ვხელმძღვანელობთ რა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირების გაგებით, ორი ხალხის საკეთილდღეოდ ყოვლისმომცველი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობით, რუსულმა მხარემ ბოლო წლებში გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

კერძოდ, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის.

საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აღუდგა. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ის. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ იქამდე, რამდენადაც ქართული მხარე იქნება მზად  წავიდეს. ჩვენთვის აქ არანაირი შეზღუდვა არ არის“, - განაცხადა გალუზინმა.

მისი თქმით, რუსეთი მზად არია გააფართოვოს ავიამომისვლაც

„ის ფართოვდება ტურისტულ სეზონის პიკის დროს. გასულ წელს საქართველოს დაახლოებით 1,5 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია.

საჰაერო მიმოსვლა, რომელიც ხორციელდება 1993 წლის სპეციალიზებული მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე, ამჟამად მოიცავს დაახლოებით 16 მარშრუტს და დაახლოებით 60 ფრენას. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საჰაერო სერვისი შეიძლება გაფართოვდეს“,- თქვა გალუზინმა.

ჟურნალისტის შეკითხვას, მზად იქნება თუ არა რუსეთი, რომ საქართველოს მხრიდან გზავნილის შემთხვევაში მასთან დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტები აღადგინოს, გალუზინმა უპასუხა, რომ ეს, "სავარაუდოდ, მართალია". 

"დიპლომატებს არ უყვართ პასუხის გაცემა ისეთ კითხვებზე, რომლებიც იწყება სიტყვით "თუკი", თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ სავარაუდოდ მართალი ხართ". - თქვა გალუზინმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge