png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია

  • სამართალი
  • 28.04.2025
  • 15:08
მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება. მან გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძის მიმართ აგრესიული იყო, რაც გაუკვირდა, რადგან პოლიციელები, განსაკუთრებით აჭარაში, ქალებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ არიან მიჩვეულები. 

"ვარ ერთ მეტრში, ან ორ მეტრში მაქსიმუმ, ძაან ახლოს ვართ იმიტომ, რომ უკვე მივუახლოვდი ქალბატონ მზიას და დგებუაძეს საუბარს, საუბარიც მესმის და ჩვეულებრივად აღვიქვამ ყველაფერს. აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო იმიტომ, რომ არ ვართ მიჩვეულები პოლიციელები ქალებისგან, თან მითუმეტეს აჭარაში, ქალებისგან ასეთ აგრესიას, დამოკიდებულებას...

საუბარი რაც არის, კითხვა-პასუხი, კითხვა-პასუხი, მერე დგებუაძე ბრუნდება, ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება. ეგ იყო და ეგ. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე, მინდოდა რომ... ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები,“ - განაცხადა ბესელიამ და მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე ასევე აღნიშნა: „სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყოს დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“." - განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge