png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა - ალექსანდრე დარახველიძე

  • პოლიტიკა
  • 30.04.2025
  • 14:54
ჩხრეკისას არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, გაასაჩივრონ, პოლიცია კი იმ რაოდენობით იყო მობილიზებული, რაც ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას სჭირდებოდა - ალექსანდრე დარახველიძე

ჩხრეკისას რაიმე საპროცესო ნორმა დაირღვა? მე ვფიქრობ, არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში, არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც ფონდების ხელმძღვანელების და სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

დარახველიძის თქმით, საცხოვრებელ სახლებთან პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად იყო მობილიზებული.

„მოგეხსნებათ, გამოძიება დაწყებულია კონკრეტული მუხლებით. საკმაოდ მძიმე მუხლებია, რითაც გამოძიება არის დაწყებული და შესაბამისად, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. პირად საცხოვრებელში ჩხრეკა არის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ არის დადგენილი ჩვენი კონსტიტუციით და საპროცესო კოდექსით, რომ საჭიროა მოსამართლის განჩინება. რასაც მე ვუყურე პირდაპირ ეთერში და რა განცხადებაც გააკეთა გენერალურმა პროკურატურამ, არსებობდა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ კონკრეტული პირების პირად საცხოვრებელ სივრცეში ჩატარებულიყო ჩხრეკა. არსებობდა სათანადო დასაბუთება, იმიტომ, რომ მოსამართლემ ჩათვალა საჭირო, რომ აქ აუცილებელი იყო მსგავსი ღონისძიების განხორციელება. პოლიცია იყო ადგილზე მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად. ადვოკატები მონაწილეობდნენ [პროცესში], მათ ალბათ, ექნებათ, შესაბამისი საპროცესო გარანტიების ფარგლებში მასალებზე წვდომა და შესაბამისად, შეუძლიათ, რომ კონკრეტული ღონისძიებები გაასაჩივრონ, ან შესაბამისი პროცედურები წარმართონ, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.

რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს - არსებობს შესაბამისი წესები. თუ რამე დაირღვა [ჩხრეკის ჩატარებისას], არსებობს იმ წესების გასაჩივრების მექანიზმები. რაიმე საპროცესო ნორმა დაირღვა? მე ვფიქრობ, რომ არანაირი საპროცესო ნორმა არ დარღვეულა და თუ დაირღვა, ამ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი წესები, რომ გაასაჩივრონ. არსებობს მექანიზმები, იციან ადვოკატებმა, ჩაიხედონ იმ მუხლებში და თუ რამეს არ ეთანხმებიან, [გაასაჩივრონ],“ - განაცხადა დარახველიძემ.

შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა დიდი რაოდენობით პოლიციელის მობილიზება საჭირო ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან, შს მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ „პოლიცია იყო მობილიზებული იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად“.

დარახველიძის თქმით, „არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება“.

„პოლიცია იყო მობილიზებული იმ რაოდენობით, რაც აუცილებელი იყო ამ ღონისძიების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. რა რაოდენობა იქნება, ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო. ჩვენ თავად ვაფასებთ, რა რაოდენობის პოლიციელი გამოვიყვანოთ კონკრეტულ ღონისძიებაზე, იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიება. არავითარი საჩვენებელი რეპრესიები არ ხორციელდება. ხორციელდება ის, რაც გვაქვს ჩვენ კანონით ნაკისრი ვალდებულება. ვაკეთებთ იმას, რაც განსაზღვრულია,“ - განაცხადა დარახველიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge