png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ არის გამოსწორებული - ნინო წილოსანი

  • პოლიტიკა
  • 13.05.2025
  • 14:33
ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე არ არის გამოსწორებული - ნინო წილოსანი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი ირაკლი კობახიძის ღია წერილი არის ხმამაღლა გაცხადებული სურვილი, აღვადგინოთ და ნორმალურ რეჟიმში მოვიყვანოთ ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც, ათწლეულებია, საქართველოსა და ამერიკას აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ღიად არის გაცხადებული უსამართლობის გამოხატულებები, რომელიც საქართველოსთან დამოკიდებულებაში ხდება, მათ შორის ბოლო დროს განვითარებული პროცესები. ვგულისხმობ ირონიულად „მეგობრობის აქტად“ წოდებული ყველანაირად მტრული განწყობებით გამსჭვალულ აქტს, რომელიც, სამწუხაროდ, ამერიკის კონგრესმა მიიღო. ამავდროულად, არის სურვილი, რომ, საბოლოო ჯამში, დაძლეული იყოს გავლენები, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს. ვხედავთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული, დაშავებული, მათ შორის უსამართლოდ გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე, ამ რეალობაშიც არ არის გამოსწორებული. ამიტომ ღია წერილი ემსახურება კიდევ ერთხელ საჯაროდ, ხმამაღლა განცხადებას, რომ საქართველო რჩება აშშ-ის ერთგული პარტნიორი, თუმცა მოველით სამართლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge