png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დაუშვებელია, ელჩი წერილს არ აქვეყნებდეს და სპეკულაციისთვის ქმნიდეს წინაპირობას, ეს მიანიშნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკას არ ეთანხმება - გია ვოლსკი რობინ დანიგანზე

  • კომენტარები
  • 06.06.2025
  • 16:21
დაუშვებელია, ელჩი წერილს არ აქვეყნებდეს და სპეკულაციისთვის ქმნიდეს წინაპირობას, ეს მიანიშნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკას არ ეთანხმება - გია ვოლსკი რობინ დანიგანზე

დაუშვებელია, რომ ელჩი განცხადებას, წერილს, მიმართვას არ აქვეყნებდეს, სპეკულაციებისთვის წინაპირობას ქმნიდეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ, სულ მცირე, იმ პოლიტიკასა და მიმართულებებს არ ეთანხმება, რომელსაც შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თანამდებობიდან ელჩის წასვლაზეც აისახა ის წინააღმდეგობა, რომელიც შეერთებულ შტატებში იმ პოლიტიკის მიმართ არსებობს, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ატარებს.

„ამერიკის ელჩის თანამდებობიდან წასვლას წინ გარკვეული დიპლომატიური ეთიკის დარღვევა უძღოდა, არა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის მიმართ, არამედ ამერიკის ხელისუფლების მიმართაც. არ შეიძლება და დაუშვებელია, რომ ელჩი განცხადებას, წერილს, მიმართვას არ აქვეყნებდეს და სპეკულაციებისთვის წინაპირობას ქმნიდეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ, სულ მცირე, ის იმ პოლიტიკასა და იმ მიმართულებებს არ ეთანხმება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს. რასაკვირველია, მისი გადადგომაც უკავშირდება ამ თემას, ვინაიდან, როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე არ გადიან, თუმცა კორექტული იყო მისი განცხადება თავისი ქვეყნის მიმართ. ფაქტია, ის წინააღმდეგობაც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ატარებს, რეალურად, ელჩის თანამდებობიდან წასვლაზეც აისახა. ყოველ შემთხვევაში, სხვა ანალიზი და საფუძველი ამ გადადგომას არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge