png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე

  • სამართალი
  • 06.06.2025
  • 14:24
წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე

კითხვა მაქვს, წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? - ასე მიმართა „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსამართლე ზვიად შარაძეს.

„პოლიტიკაში მოვედი, რადგან ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კანონია შესაცვლელი. ჩემი საქმიანი მოღვაწეობის პერიოდში, თითქმის არასდროს დამირღვევია კანონი, არასდროს მქონია საქმე სასამართლოში გარდა იმ პროცესისა, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. პოლიტიკაში ვარ იმის გამო, რომ კანონები და ქვეკანონები, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს, შევცვალოთ. ე.წ. კომისია ე.წ. პარლამენტმა შექმნა, მისი ლეგიტიმაცია არ აღიარა დასავლეთმა. ჩვენ, მე და ჩვენმა გუნდმა უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე, დავტოვეთ მანდატები, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. შემდეგ შექმნეს ე.წ. კომისია, კონსტიტუცია დაარღვიეს... ამდენ დროს იმიტომ ვხარჯავ, რომ კიდევ ერთხელ ნიღაბი ჩამოვხსნათ იმ დანაშაულს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციურ პოლიტიკოსებს თავს ახვევენ.

ჩემი კოლეგები დღეს ციხეში სწორედ ამის გამო სხედან, რადგან არაკონსტიტუციურმა კომისიამ დაიბარა, მათ უარი განაცხადეს მისვლაზე, ისევე როგორც მე და თანამებრძოლმა ბადრი ჯაფარიძემ უარი განვაცხადეთ. ამ კომისიაში არ ზის ოპოზიცია...

რეპრესია მიდის, ჩემი თანაგუნდელები დღეს ციხეში სხედან, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და კიდევ ზემოდან 50 ადამიანი, თურმე იმის გამო, რომ შეთქმულებას აწარმოებდნენ, არადა ხალხმა დარბაზში გაიცნო ერთმანეთი და 6 თვეა მიდის ადამიანების ვაჭრობა, დაშინება. ეს ცირკი, რომელიც სასამართლოში იმართება, ეს ლამაზად გამოწყობილი გოგოები - პროკურორები მოდიან და ბოროტებას ემსახურებიან. კითხვა მაქვს, წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმჯდომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო - ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!

წინა ხელისუფლების საქმიანობის გამოსაძიებელმა კომისიამ მე დამიბარა. რამე თანამდებობა მქონდა, არჩეული ვიყავი რამე თანამდებობაზე? წინა ხელისუფლება მდევნიდა? რატომ? იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. შემეძლო გირაო არ გადამეხადა, მაგრამ გადავიხადე, რომ ეს პროცესი გაიწელოს და ყველამ დაინახოს, რომ არც სასამართლო გვაქვს, არც სამართალი, არც კონსტიტუცია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

სასამართლო პროცესზე დღეს გამოიკითხა პარლამენტის თანამშრომლის, თეა წულუკიანის სამდივნოს წევრი, რომელმაც მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მამუკა ხაზარაძეს "სიგნალის" მეშვეობით. 

მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

ამის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge