png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე

  • სამართალი
  • 06.06.2025
  • 16:26
ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე

ეს არის ყალბი კომისია, ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაზე, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს, არანაირი თანამდებობა არ მქონია იმ პერიოდში, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიცოინერ პოლიტიკოსს თეა  წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო ასამართლებენ. 

ჯაფარიძემ თქვა, რომ "პარლამენტის უკანონო კომისიას არ აღიარებს".

"ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე. ეს კომისია ვითომდა 2003-2012 წლის თანამდებობის პირების საქმიანობის გამოძიებისთვის შეიქმნა. არანაირი თანამდებობა მე არ მქონია ამ პერიოდში. კომისიის 50% მინიმუმ უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისგან. ოპოზიცია არის მაჭარაშვილი და სუბარი. ეს ხომ დაცინვააა. ეს არის ყალბი კომისია. ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაში, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს. ცხადია, რომ ეს იყო ერთადერთი მიზნით გაკეთებული, ჩემი დაბარება მოხდა ჩემი დისკრედიტაციის. არანაირი კავშირი ამ სისხლის სამართლის საქმეს კანონთან და სამართალთან არ აქვს. გარდა ამისა, ის მოსაწვევი, თუ რა დავარქვა არ ვიცი, არ მიმიღია. არალეგიტიმური პარლამენტის უკანონო კომისიის უკანონო მოწვევა არ მიმიღია. ეს კომისია არის უკანონო და მისი ე.წ. მოწვევა არის უკანონო. მაგრამ მე ეს არ მიმიღია და მე მას არ გავცნობივარ", - თქვა სასამართლოზე ბადი ჯაფარიძემ. 

დრევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს ორი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი- პარლამენტის  თანამშრომელი  და საქმის გამომძიებელი. სწორედ ეს მოწმეები დაიკითხნენ "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესზეც.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ "პრიველებთან" განაცხადა, დღევანდელმა სხდომით კიდევ უფრო დადასტურდა, რომ საქმე "მართლა შეთითხნილია".

ეს იყო პირდაპირ დადასტურება, რომ ეს არის მართლა შეთითხნილი საქმე, რომელიც ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების დევნას. იმდენი კანონია ფეხქვეშ გათელილი. სიმართლე გითხრათ, ამ ახალგაზრდა პროკურორების მიმართ გამიჩნდა, რადგან ისინი ვალდებულები გახადეს შეასრულონ ის, რაც არის უკანონო. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ჩემი საგამოძიებო კომისიაზე დაბარების", - განაცხადა ჯაფარიძემ.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge