png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა - ლევან იოსელიანი

  • პოლიტიკა
  • 10.06.2025
  • 15:36
2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა - ლევან იოსელიანი

გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების არგატარებამ, მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

იოსელიანის თქმით, საანგარიშო პერიოდში, წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა.

"2024 წელი საპროტესტო აქციები უფლება დარღვევების კონტექსტში განსაკუთრებით მძიმე და დასამახსოვრებელი იყო, უფლებათა დარღვევა ძირითადად 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო. გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების არგატარებამ, მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა. შესაბამისად, ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვინც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდნენ. მე პირადად, და ჩემმა რწმუნებულებმა, ამ პერიოდში 422 პირი მოვინახულეთ, რომელთაგან 267, დაახლოებით 60% არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. აქციებზე დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის ტენდენცია გამოიკვეთა". - თქვა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge