png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს - თეონა აქუბარდია

  • პოლიტიკა
  • 17.06.2025
  • 13:24
უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს - თეონა აქუბარდია

"გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, "ქართული ოცნება" 2019 წლიდან ემზადებოდა უსაფრთხოების საბჭოს გაასუქმებლად - "უბრალოდ მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაში ამას ვერ იზამდნენ"

მისი განცხადებით, უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიზნით "შექმნილი ველოსიპედია, ხოლო კობახიძეს არც მისი ტარება და არც თავად ეს უნიკალური ველოსიპედი სჭირდება".

"თევზი თავიდან ყარს და სანამ ამას არ შევცლით არაფერი შეიცვლება, განსაკუთრებით კი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის ჭრილში. 2017 წლიდან მოყოლებული უკვე მეორედ აუქმებენ  უსაფრთხოების საბჭოს კანონით  და ეს იმიტომ, რომ შეძლეს 2017 წელს შეტანილი ცვლილებებით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება კონსტიტიციით და უარი თქვეს საკონსტიტუციო ცვლილებების დროს თუნდაც კონსტიტუციაში ყოფილიყო პრემიერის დაქვემდებარებაში არსებული უსაფრთხოების საბჭო. ახლა როცა მეორედ აუქმებენ უსაფრთხოების საბჭოს გაცხადდა თუ რატომ მოხდა ასე ჯერ კიდევ 2017 წელს: როგორც ჩანს ემზადებოდნენ ორივე საბჭოს გაუქმების შემდეგ  2019 წელს კანონით შექმნილი მკვდრადშობილი უსაფრთხოების საბჭოს კანონის ძალით გასაუქმებლად და საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაში ამას ვერ იზამდნენ. ტყუილია ის რომ უსაფრთხოების საბჭოები საპარალამენტო მოდელში არ არსებობს და მთავრობა როგორც კოლექტიური ორგანო ითავსებს მას, რადგან ყველა მეზობელს და ევროკავშირის ქვეყანას ეს საბჭო საპარალამენტო წყობაში მეტწილად პრეზიდენტთან ან პრემიერთან აქვს. მხოლოდ გერმანიას და სლოვენიას შემთხვევაშია როცა არ არსებობს ცალკე ინსტიტუტი. 
მიზანი ამ ცვლილებების უკვე მეორედ უკვე ინსტიტუტების ფორმალური მიტაცების შემდგომ გაუქმებაა. რადგან უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიზნით შექმნილი ველოსიპედია, ხოლო კობახიძეს არც მისი ტარება და არც თავად ეს უნიკალური ველოსიპედი სჭირდება,  რადგან მხოლოდ ბიძინას და რეჟიმის უსაფრთხოებას იცავს. შეგახსენებთ რომ 2011 წლიდან არ განახლებულა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, 2018 წლიდან საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია. სიტუაციური ოთახი კი, რომელიც ბრიტანელების დახმარებით შეიქმნა ყველა ტიპის კრიზისის პოლიტიკურ დონეზე კოორდინაციის მიზნით არ გამოიყენეს. 
1994 წლიდან საქართველოს კონსტიტუციით ჰქონდა ეროვნული უშიშროების საბჭო. ზვიად გამსახურდიას დროსაც არსებობდა ის ბოლო 2 წელი. 2018 წლიდან კი ივანიშვილის ხელით ამ ინსტიტუტების დაკნინება და გაუქმება კრემლის დავალებით შესრულებას ჰგავს. ბოლო 2 თვეში დაზვერვის სამსახურის გაუქმება და ახლა უსაფრთხოების საბჭოსი მხოლოდ ასუსტებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს!", - განაცხადა თეონა ქუბარდია. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge