png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო

  • პოლიტიკა
  • 26.06.2025
  • 22:58
საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო

საქართველო უფრო ადრე იყო მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეკითხვა არის, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.

გონჩარენკოს თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ქართველო ხალხს.

„წევრი ქვეყნებიდან ექვსმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ტრიბუნალის შექმნას რუსეთის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ქვეყანა საქართველოა. საქართველო თვითონ არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თითქმის იმდენივე, რამდენიც უკრაინაში. საქართველო უფრო ადრე იყო მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეკითხვა არის, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები?

როდესაც ისინი აპატიმრებენ ოპოზიციის ლიდერებს, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ეს არის კრემლის ჩურჩული. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ლიდერებს, ვინც დგას მათ მხარდამხარ, არა პუტინთან. სწორედ ეს ხდება ახლა. აქ არის ჩვენი ყველას ბრალეულობაც. 2008 წელს იყო დრო, როდესაც უკრაინა და საქართველო ნატო-ს კართან იდგნენ. ნატო-მ თქვა, დიახ, მიგიღებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის. ბევრმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა, პუტინმა ნათლად გაიგო და 2008 წლიდან მან დაიწყო ომი საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ. ის ანადგურებს ამ ქვეყნებს, ცდილობს, ყველა დაგვხოცოს, ცდილობს ამ ქვეყნების ოკუპაციას. ახლა ის საქართველოს ჰიბრიდულად იკავებს, რადგან ახლა ძალიან დაკავებულია უკრაინაში. ეს არ არის ტანკები, მაგრამ არიან მარიონეტები, ესენი არიან რუსეთის აგენტები, ვინც ახორციელებენ თავდასხმას საქართველოზე. ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ლუკაშვილი, რადგან ის საქართველოსგან ბელარუსს აკეთებს. ეს ბელარუსს ჰგავს, რომელმაც დაკარგა დემოკრატია, შემდეგ სახელმწიფოებრიობა და ახლა ოკუპირებული სახელმწიფოა. სწორედ ასე ხდება ახლა საქართველოში. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევხვდით გიორგი ვაშაძეს, სხვა ლიდერებს, რომლებიც ახლა ციხეში არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან, რომ დავუბრუნოთ საქართველო საქართველოს მოსახლეობას“,  - განაცხადა გონჩარენკომ. (სინქრონული თარგმანი) 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge