primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი

  • მსოფლიო
  • 27.06.2025
  • 09:00
დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვეს.

ამის შესახებ კოშტამ და ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია მთელი ევროპის უსაფრთხოებისგან.

მისი თქმით, ევროკავშირის მიზანია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა უკრაინის რეფორმების მხარდაჭერით და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობების შექმნით.

„წარმოუდგენლად რთული გარემოებების მიუხედავად, უკრაინის მთავრობა რეფორმებს შთამბეჭდავი ტემპით ახორციელებს. ამიტომ, ახლა დროა, გავაძლიეროთ ჩვენი მუშაობა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინ წავიწიოთ,“ - განაცხადა კოშტამ.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცახდებით, მაიღწიეს შეთანხმევას, რომ გააგრძელებენ უკრაინისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ყველა ფრონტზე: სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.

„სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ცოტა ხნის წინ გამოვყავით 1 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან. ამასთან, ჩვენ უკრაინისთვის 2025 წელს 2 მილიონი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების მიზნის მიღწევის გზას ვადგავართ. მზად ვართ, წინასწარ გამოვყოთ დარჩენილი 11 მილიარდი ევრო „დიდი შვიდეულის“ სესხებიდან. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამ თანხის მოთხოვნა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა, რომ ევროკავშირმა რუსეთზე ზეწოლა გააგრძელოს და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულოს.

„პოლიტიკურად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ჩაერთოს სერიოზულ მოლაპარაკებებში, რეალური ცეცხლის შეწყვეტის დაწყებით. ჩვენი მე-18 სანქციების პაკეტი სწორედ ამას ისახავს მიზნად", - აღნიშნა ფობ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, შთამბეჭდავია უკრაინის მტკიცე გადაწყვეტილება, გააგრძელოს რეფორმები უწყევტი რუსული დაბომბვის მიუხედავად.

„დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, ეს შთამბეჭდავია. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ევროკომისია მოლაპარაკებების პირველი კლასტერის დაწყებას. უკრაინამ შეასრულა თავისი დავალება - ახლა ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ. გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge