png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა

  • მსოფლიო
  • 27.06.2025
  • 09:01
რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირს სჭირდება ერთიანი თავდაცვის სისტემა, რომელიც ეფექტურად შეაკავებს რუსეთს.

კოშტამ ამის შესახებ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კოშტამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების კონტექსტში, რომლებიც ძირითადად რუსეთის აგრესიას უკავშირდება, ევროკავშირს აღარ შეუძლია თავს უფლება მისცეს გაატაროს ფრაგმენტული თავდაცვის პოლიტიკა.

მისი თქმით, ამის ნაცვლად, საჭიროა კოორდინირებული, საერთოევროპული სისტემა.

ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა თითოეულ სახელმწიფოში თავდაცვის შესაძლებლობების დუბლირების დამკვიდრებულ პრაქტიკაზე ურის თქმის აუცილებლობას და მოუწოდა ძალისხმევის კონსოლიდაციისკენ, რომელიც ითვალისწინებსერთობლივ შესყიდვებს, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებას და კერძო კაპიტალის მოზიდვას.

„ჩვენ გვჭირდება საერთო ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნა და აგრესიის შეკავება. ჩვენ არ გვჭირდება ერთი და იგივე შესაძლებლობების დუბლირება ყველა წევრ სახელმწიფოში. ჩვენ არ გვჭირდება   ინვესტიციები 27-ჯერ გავამრავლოთ თავდაცვაში. ჩვენ გვჭირდება ეფექტურობა და ტვირთის სამართლიანი განაწილება,“ - განაცხადა კოშტამ.

ამ მიდგომის ფარგლებში, ევროპის თავდაცვაში ინვესტიციების პირველი პაკეტი ხორციელდება SAFE ინსტრუმენტის მეშვეობით - ფინანსური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ხარჯების რაციონალიზაციას და ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერებას.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ დავხარჯოთ უფრო ეფექტურად, ჩავდოთ ინვესტიციები ერთად უფრო რაციონალურად, უფრო ეფექტურად, როგორც გუნდმა - მოთხოვნის გაერთიანებით, ერთობლივი შესყიდვებით, სტანდარტიზაციითა და გამარტივებით, ევროპული კვლევის, ევროპული ინდუსტრიის, ევროპული სამუშაო ადგილების გაძლიერებით“, - განაცხადა კოშტამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge