png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები

  • პოლიტიკა
  • 14.07.2025
  • 16:15
 ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები

"სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში,  - ამის შესახებ ნათქვამია პარტია ფედერალისტების განცხადებაში, რომელიც  გიორგი ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით გაავრცელა.  

"სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში.

საქართველოში მიტაცებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ინდიდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან უნდა იცავდეს.

ყველა უსამართლობაზე, რომელიც საზოგადოებას რადიკალურ განუკითხაობასა და ქაოსთან აახლოებს, პასუხისმგებლობა პერსონალურად ივანიშვილს და მის პოლიტიკურ არარაობებს ეკისრებათ, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ქვეყანა რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში ჩაძირონ და მოქალაქეებს ნორმალური ცხოვრების შანსი მოუსპონ.

მხოლოდ მტკიცე სახალხო წინააღმდეგობის და რეჟიმთან ართანამშრომლობის გზით შევძლებთ საქართველოს მოქალაქეები, რომ ქვეყანა გარდაუვალი კოლაფსისგან ვიხსნათ და მშვიდობიანი თანაცხოვრებით, ერთმანეთის მოსმენით და თანასწორი, სამართლიანი გარემოს შექმნით კვლავ შევუდგეთ საერთო კეთილდღეობის შენებას", - წერია განცხადებაში,

შეგახსენებთ, რომ  გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს. მოგვიანებით განცხადება ბაჩიაშვილის სახელითაც გავრცელდა, სადაც ის ადასტურებს ცემის ფაქტს. ამასთან, კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა, რომ ბაჩიაშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge