png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

Toyota X Bridgestone - იაპონური პარტნიორობის სტანდარტი

  • პოლიტიკა
  • 22.08.2025
  • 14:23
Toyota X Bridgestone - იაპონური პარტნიორობის სტანდარტი

უსაფრთხოება, ინოვაციურობა და უმაღლესი ხარისხი – სწორედ ამ სამ პრინციპზეა დაფუძნებული ორი იაპონური გიგანტის Toyota-სა და Bridgestone-ის ღირებულებითი პლატფორმა. უკვე წლებია,  Bridgestone Toyota-ს OEM (Original Equipment Manufacturer) მიმწოდებლის სტატუსს ინარჩუნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდის მოდელების უმრავლესობა Bridgestone-ის საბურავებით არის აღჭურვილი. სხვადასხვა კომპლექტაციის საბურავები ავტომობილებზე ქარხანაშივე მონტაჟდება. შედეგად, მძღოლი იღებს მანქანას, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული კომფორტზე, ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე.

Toyota-სა და Bridgestone-ის იაპონური პარტნიორობა საქართველოშიც გრძელდება. საბურავების მწარმოებელმა  ბრენდმა კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა სწორედ „თეგეტასთან“ პარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-სა და „თეგეტა მოტორს“ შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა. დღეს უკვე  „თეგეტა მოტორსი“ რეგიონში მსოფლიო ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია. რაც შეეხება Toyota-ს, „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე  2014 წლიდან ოპერირებს.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „Bridgestone-ის და Toyota-ს OEM თანამშრომლობა მომხმარებლისათვის უმაღლეს სტანდარტს ნიშნავს. უსაფრთხოებითა და გამძლეობით გამორჩეული Toyota-ს მოდელები Bridgetone-ის საბურავებით წარმოების პროცესშივე აღიჭურვება. ამ უპირატესობას ავტომობილის მფლობელი ყოველდღიურ მართვაში გრძნობს. 

სეზონური საბურავები სხვადასხვა კომპლექტაციით შესაბამის მოდელებს ერგება, იქნება ეს უგზოობისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი თუ სედანი. ქართული ბაზრისთვის საკმაოდ კარგად ცნობილი და მოთხოვნადი მოდელების, RAV4, Corolla and Camry, Hilux, Land cruiser and Prado, უმრავლესობას Bridgestone-ის საბურავი აქვს. საბოლოოდ, მომხმარებელი იღებს ორმაგ გარანტიას – უმაღლესი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას“.

Bridgestone, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 120-ზე მეტი ქარხნისა და კვლევისა და განვითარების ობიექტის მფლობელია, წარმოებაში თანამედროვე მიღწევებს იყენებს. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროდუქციას,480 სხვადასხვა ხარისხობრივი პარამეტრით სწრაფად და სრული სიზუსტით აკონტროლებს.

ინტელექტუალურ სისტემასთან ერთად, იყენებს NanoPro-Tech ტექნოლოგიას, რაც, ერთი მხრივ, საწვავის ეფექტიან მოხმარებას უწყობს ხელს და ამასთანავე, აუმჯობესებს მოჭიდებას, რაც პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. კომპანია კვლევებზე წლიურად 800 მილიონ ევროს ხარჯავს.

ლაბორატორიული სამუშაოები და უახლესი მიდგომები წარმოებაში პრიორიტეტულია Toyota-სთვისაც. კომპანიის წლიური ბიუჯეტიდან მილიონ დოლარზე მეტი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება. ორ იაპონურ ბრენდს კიდევ ერთი საერთო აქვს, რაც გარემოს დაცვასა და მწვანე პროექტებს უკავშირდება.

Bridgestone აქტიურად მუშაობს ეკომეგობრული ტექნოლოგიების დანერგვაზე საბურავების წარმოებაში და 2050 წლისთვის 100%-ით გადამუშავებადი მასალების გამოყენებას გეგმავს. Toyota კი ჰიბრიდული და ელექტრომობილების განვითარებით  მავნე კომპონენტების ემისიას ამცირებს. ამ თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელი იღებს არა მხოლოდ მაღალხარისხიან პროდუქტს, არამედ იმ ხედვის ნაწილიც ხდება, რომელიც მწვანე მომავლისკენ არის მიმართული.

Bridgestone კავკასიის რეგიონში წარმოდგენილია, როგორც კომფორტკლასის, სპორტული, ასევე SUV თუ სატვირთოსთვის განკუთვნილი საბურავებით. იაპონური ბრენდის უპირატესობები რეგიონში სრულად ხელმისაწვდომი „თეგეტა მოტორსმა“ გახადა.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „ჩვენ მომხმარებელს არაერთ ბენეფიტს ვთავაზობთ, მათ შორის არის უსასრულო გარანტია, რომელსაც მომხმარებელი Bridgestone-ის საბურავის შეძენისას იღებს. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, იქნება ეს მექანიკური თუ ქარხნული წუნი, საბურავის ნარჩენი ღირებულება ანაზღაურდება.

ასევე ხაზგასასმელია ჩვენი შეთავაზება კორპორაციული მომხმარებლებისათვის. ეს არის PPK (Price-Per-Kilometer) სერვისი. ახალი მიდგომა ბიზნესის მეტი ეფექტიანობისთვის შეიქმნა. საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება, რაც ნიშნავს, რომ ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება. ეს კი, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს, რომ პრემიუმ ხარისხის საბურავის გამოყენება, ერთი მხრივ, უსაფრთხოების გარანტია და ამასთანავე, ფინანსური რესურსის რაციონალურად გამოყენების წინაპირობაა“.

საერთაშორისო გამოცდილებასა და გრძელვადიან პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა „თეგეტა მოტორსს“, Bridgestone-სა და Toyota-ს შორის ახალ ეკოსისტემას  ქმნის. შედეგად, მომხმარებელი  არა მხოლოდ პრემიუმ კლასის პროდუქტსა და სერვისს, არამედ უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის ერთიან სტანდარტს იღებს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge