png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთი მიიჩნევს, რომ შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე - ლარს ლოკე რასმუსენი

  • მსოფლიო
  • 22.09.2025
  • 19:09
რუსეთი მიიჩნევს, რომ შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე - ლარს ლოკე რასმუსენი

რუსეთი მიიჩნევს, რომ შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს, - ამის შესახებ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას „უგუნური და სახიფათო“ უწოდა.

„ვგმობ რუსეთის მიერ ესტონეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ ბოლოდროინდელ  დარღვევას. ჩვენი მხარდაჭერა ესტონეთის მიმართ ურყევი რჩება“, - განაცხადა მან.

მან დაგმო რუსეთის „ესკალაცია და პროვოკაციები“, რომლებიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს „ქვეყნების დაშინებას, რათა შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა და გამოსცადონ ჩვენი სიმტკიცე“.

„რუსეთი აშკარად მიიჩნევს, რომ მას შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და შავ ზღვაში და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში.

ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში შეჭრამდე და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე. რუსეთის მეზობლები საფუძვლიანად დ შეშფოთებული არიან, რომ შესაძლოა შემდეგი თავად იყვნენ“, - განაცხადა რასმუსენმა.

 „სწორედ ამიტომ ვეუბნებით დღეს რუსეთის ფედერაციას: უკან დაიხიეთ, უკან დაიხიეთ. აირჩიეთ სხვა გზა. ჩვენ არ დავუშვებთ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დანგრევას“, - განაცხადა რასმუსენმა.

სხდომა, ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge