primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა მიმართ - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 23.09.2025
  • 10:40
მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა მიმართ - შალვა პაპუაშვილი

ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას.

„ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს. ჩვენ ახლა სწორედ ამგვარი წარუმატებელი მანევრის მოწმენი ვართ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც უცხოეთიდან დაიგეგმა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ქართული ოპოზიციის მიერ ცუდად შესრულდა.

უკვე თითქმის ერთი წელია, ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა, ნაცვლად ჩიხში შეყვანისა, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას.

ამ წარუმატებელი ტაქტიკის ამოქმედება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მცდარი გადაწყვეტილებით დაიწყო. მაშინ, ოპოზიციის უცხოელმა მფარველებმა, მცდარად ივარაუდეს, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და მთელი ენერგია საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის დახმარებისკენ მიმართეს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ უცხოელების და ოპოზიციის სინქრონიზებული პოლიტიკური გზავნილები და ავადსახსენებელი „ენჯეო კარტელის“ ლამის ულიმიტო დაფინანსება, რომლებიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართული. უფრო მეტიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი უცხოელი, ყველა დიპლომატიური წითელი ხაზის დარღვევით, პირდაპირ შეუერთდა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი ვა ბანკზე წავიდა - დაუპირისპირდა მთავრობას და მხარი დაუჭირა ოპოზიციას, თუმცა, ოპოზიციის გამარჯვებასთან დაკავშირებით უცხოელების მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. მათმა კამპანიამ, რომელიც არჩევნებს გადამწყვეტ რეფერენდუმად წარმოაჩენდა და ყველას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, გაამართლა, ოღონდ საპირისპირო შედეგით. არჩევნებზე მოსული მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი, ჩვენი მოსახლეობის ის მდუმარე უმრავლესობა აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად გაიგო რეფერენდუმის რეალური არსი და ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს და არა ოპოზიციასთან ასოცირებულ ძალადობრივ და ბნელ წარსულს.

რადგან უცხოელებმა ასე ღიად დაუკავშირეს თავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღებაც მოუწიათ. შოკი იმდენად მოულოდნელი იყო და კოგნიტური დისონანსი იმდენად ძლიერი, რომ მათ გადაწყვიტეს რეალობის უარყოფა და ახლად არჩეული პარლამენტისთვის საბოტაჟის მოწყობა. ეს ყველაფერი ძალიან ირაციონალური იყო, რადგან ოპოზიციამ 150 მანდატიდან 61 მიიღო, რაც პარლამენტში მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა. თუმცა, ოპოზიციის ნაწილმა კიდევ ერთხელ დაიზიანა თავი, ხალხის ნდობა უარყო და პარლამენტის მანდატებზე უარი თქვა.

არჩევნების უარყოფის პოლიტიკამ მანკიერი წრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც, რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუქრნენ. თუმცა, ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკამ არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად, არჩევნები დროულად ტარდება. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვებისთვის ემზადება.

ამასობაში, ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ, ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი, გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას.

ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას. საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე, რამეთუ „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში... ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“, - წერს პაპუაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge