png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ევროკომისიის პრესსპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას, ეს არის კატასტროფა და შესაძლო ძალადობაზე პასუხისმგებლობის გაზიარება - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.09.2025
  • 12:28
ევროკომისიის პრესსპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას, ეს არის კატასტროფა და შესაძლო ძალადობაზე პასუხისმგებლობის გაზიარება - შალვა პაპუაშვილი

ევროკომისიის სპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას. ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც გეოგრაფიული ბრიუსელიდან გვესმოდა ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ეს ღირებულებითი კატასტროფა და პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარებაა იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული აქციიდან იქნება“.

„დაანონსებულია ძალადობა, 4 ოქტომბერს დააანონსეს დამხობა, ანუ ძალადობა. ეს არის სწორედ მთავარი საკითხი. თუ არ ვცდები, გუშინ იყო ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება. აბსოლუტური კატასტროფა იყო, რაც მოვისმინეთ, რომ სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებულ 4 ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას. ხომ ეს თქვა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეების მიმართ. რას უცხადებს სოლიდარობას, რომ გავითვალისწინოთ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ოქტომბერს, იმ დღეს, როცა ტარდება არჩევნები, ოთხ საათზე, როდესაც არჩევნები და ხმის მიცემა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, დააანონსა ძალადობრივი აქცია, დამხობა და ქვეყნის ატრიალება. ნაცვლად იმისა, ევროკომისიის სპიკერის მხრიდან 4 ოქტომბერთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად ვისმენდეთ, რომ არჩევნების დღეა, მნიშვნელოვანია, ყველამ მიიღოს მონაწილეობა, მივიდეს არჩევნებზე, ეს კონკრეტული სპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას. ვისმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც გეოგრაფიული ბრიუსელიდან გვესმოდა ეს. აბსოლუტური ღირებულებითი კატასტროფაა, რაც ამ სიტყვებში ამოვიკითხეთ. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული აქციიდან იქნება. ამიტომ მინდა, გუშინდელი ეს განცხადება კარგად დაიმახსოვროს ყველა ქართველმა და კარგად დაიმახსოვროს ყველა უცხოელმა. 4 ოქტომბერს თუ იქნება რაიმე ძალადობა, ერთ ქვასაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით, აღარ ვსაუბრობ „მოლოტივის კოქტეილებზე“ და რაღაცებზე, ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, გუშინდელი განცხადებით ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით. ეს უნდა აღიქვას ევროკომისიამ, რომ საქართველო არ არის არავის სათამაშო და ქართველების ბედი, ქართველების სიცოცხლე, ჯანმრთელობა არ არის ბრიუსელის სათამაშო ინსტრუმენტი. ან გულუბრყვილოები, მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, რასთან აქვთ საქმე, ან როგორ შეიძლებოდა, ეს სიტყვები ეთქვა, რომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად დაანონსებულ ძალადობრივ დამხობის აქციას გამოუცხადა სოლიდარობა.

ნაციონალურ მოძრაობას გამოუცხადა სოლიდარობა. ქართულ ენაში ვერკვევი და სიტყვა დამხობა რას ნიშნავს, ლიტერატურულად და სიტყვა დამხობა რას ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში, ეს იცის საქართველომ თავისი 90-იანი წლების ისტორიით. აქ შტერი არავინ არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით "ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განაცხადა: "ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში და აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge