primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 09.10.2025
  • 00:52
სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი

ხელის გულზე დევს, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი და დაფინანსებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაყენებისთვის უწყვეტი და ფარული უცხოური მცდელობების მთავარ ინსტრუმენტად ე.წ. უარყოფის შესაძლებლობის გამოყენება ხდება.

მისი თქმით, ვინმე თუ შეეცდება პასუხისმგებელი მთავრობის მოძიებას, ვერასდროს იპოვის, რადგან უცხო ქვეყნის მთავრობებს, ხელების დასაბანად, ყოველთვის შეუძლიათ, დაეყრდნონ ე.წ. უარყოფის შესაძლებლობას და განაცხადონ, რომ არაფერ შუაში არიან.

„ხელის გულზე დევს, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან იყო დაგეგმილი, დაფინანსებული და ორგანიზებული. ის ადგილობრივმა რადიკალებმა განახორციელეს და თავიანთ ინსტრუქტორებს დანაშაულში მონაწილეობის უარყოფის შესაძლებლობა დაუტოვეს – შეუქმნეს პირობები, რომ უცხოელმა ორგანიზატორებმა თავიდან აირიდონ მომხდარზე პასუხისმგებლობა და შეძლონ მომხდარში თავიანთი მონაწილეობის უარყოფა.

ათწლეულების განმავლობაში, დასავლური სამყარო ცდილობდა საბჭოთა კავშირის ჰიბრიდული თავდასხმებისგან თავის დაცვას, რომლებიც აქტიური ზომების სახელითაა ცნობილი. დასავლეთში ახლაც აცხადებენ, რომ ეს სპეციალური ზომები დღევანდელი რუსეთის მიერ მათ წინააღმდეგ კვლავ გამოიყენება. ირონიაა, რომ თავად დასავლელი აქტორები ანალოგიურ პოლიტიკურ ომს აწარმოებენ – ყველაზე აშკარად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, სუვერენიტეტისა და უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის  პრინციპები ხელშეუხებელია. ქართველებმა კარგად ვიცით ამ პრინციპების დარღვევის სიმწარე, რადგან ჩვენი ქვეყნის ნაწილი სამხედრო ოკუპაციის ქვეშაა. თუმცა, ჩვენ, ასევე, ვისწავლეთ სუვერენიტეტის ფარული დარღვევისა და შიდა საქმეებში არაპირდაპირი ჩარევის გარჩევაც. სამწუხაროდ, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ამგვარი ზომები სულ უფრო ხშირად მოგვაგონებს საბჭოთა ჰიბრიდული პოლიტიკური ომის ახალ ვერსიას.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაყენებისთვის უწყვეტი და ფარული უცხოური მცდელობების მთავარ ინსტრუმენტად ე.წ. უარყოფის შესაძლებლობის გამოყენება ხდება. უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრები, ევროპარლამენტის წევრები, უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნის მთავრობებთან აფილირებული ექსპერტები ან ჟურნალისტები თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას, ადგილობრივ რადიკალებს არჩეული მთავრობის გადაყენებისკენ მოუწოდებენ ან ხელს უწყობენ შიდა არეულობის უცხოურ დაფინანსებას. თუმცა, ვხედავთ, რომ მათს ქმედებებზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას. შესაბამისი საელჩოები უარყოფენ თავიანთ მონაწილეობას და გვეუბნებიან, მაგალითად, რომ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე არ წარმოადგენს ლიეტუვას, ან რომ რადიკალური გასამხედროებული დაჯგუფება „მოძრაობა სირცხვილიას“ დამფინანსებელი დემოკრატიის ევროპული ფონდი (European Endowment for Democracy), არავის ოფიციალურ იურისდიქციაში არ შედის.

შაბათს, როდესაც ბრბომ თბილისში პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა დაიწყო, რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე  მრავალმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, „ჟურნალისტმა“ და „ექსპერტმა“ საერთაშორისო მედია პლატფორმებზე მოვლენების პარალელურად მუხტის გამაღვივებელი გზავნილების გამოქვეყნება წამოიწყო. წერდნენ, თითქოსდა მხარს უჭერენ „ქართველი ხალხის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას“. თუ ვინმე შეეცდება ამ განცხადებებზე პასუხისმგებელი მთავრობის მოძიებას, ვერასდროს იპოვის, რადგან უცხო ქვეყნის მთავრობებს, ხელების დასაბანად, ყოველთვის შეუძლიათ დაეყრდნონ ე.წ. უარყოფის შესაძლებლობას და განაცხადონ, რომ არაფერ შუაში არიან.

თუმცა, ზოგიერთმა უცხოელმა ლიდერმა დიდი წინდახედულობა ვერ გამოიჩინა. როდესაც ძალადობამ პიკს მიაღწია და ბრბო პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ „X“-ზე დაწერა: „ჩემი ფიქრები საქართველოს ხალხთანაა, რომლებიც თავისუფლებისა და მათი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. დემოკრატიის ჩახშობა შეუძლებელია. მოლდოვა თქვენს გვერდითაა“. ამგვარად, მაია სანდუმ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის სასახლეზე თავდამსხმელებს. ეს განცხადება განსაკუთრებით უცნაური ჩანს იმ პოლიტიკოსისგან, რომელიც სულ რაღაც ორი კვირის წინ განგაშის ზარს რეკდა გარედან მისი დამხობის გეგმებზე. თუმცა, 4 ოქტომბერს, თავად მაია სანდუ პირდაპირ აღმოჩნდა ჩართული საქართველოში გადატრიალების მხარდაჭერაში. ცალკე საკითხია, თავად გააკეთა ეს განცხადება, თუ ეს ვიღაცამ სთხოვა.

საბედნიეროდ, წლების განმავლობაში მიმდინარე ამ სამარცხვინო და ძალიან მავნე ისტერიის შედეგად, ქართველმა ხალხმა ისწავლა „დაუძინებელი მეგობრების“ მაქინაციების გარჩევა და ახლა ჩვენს მოსახლეობას ნულოვანი ნდობა გააჩნია საქართველოს ცრუ მეგობრების მიმართ. ქვემოთ, წუთობრივად შეგიძლიათ იხილოთ მტკიცებულებები, როგორ აქეზებდნენ უცხოეთიდან გადატრიალებაში ჩართულ ძალადობრივ ბრბოს“, – წერს პაპუაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge