primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე

  • პოლიტიკა
  • 09.10.2025
  • 12:12
ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე

ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე — ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. ამ ადამიანების დაკავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ

ანა წითლიძის განცხადებით, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება.

“ახლა რასაც აკეთებს რეჟიმი ის არის, რომ რეჟიმს აჰყავს ტყვეები. ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა რეჟიმი აკავებს არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე. ეს ადამიანები იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ, ამიტომ ამ ტყვეების აყვანაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი. რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება, შესაბამისად ყველა ეს ადამიანი, რომლებიც აქციაზე იდგა, იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და მთავარ ეროვნულ ღირსებას, შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ შემოვიდოდი აქ კიდევ შსს-მ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა კიდევ ერთ დაკავებულთან დაკავშირებით და ეს ადამიანები, რომლებიც რეჟიმს აჰყავს ტყვედ, არიან პატრიოტები. გუშინ მე ვესწრებოდი სასამართლო პროცესს გვიანობამდე ყველა ამ ადამიანის და გუშინ ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რეჟიმი რომ იცოდეთ როგორ ადამიანებს ასამართლებს - 63 წლის თითქმის საპენსიო ასაკის ადამიანს, რომელსაც აქვს სიმსივნე, რომელიც აქციაზე მოვიდა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს ღირსეული პენსია, ქვეყანას არ მართავდეს საოკუპაციო რეჟიმი, ასამართლებს ადამიანს, რომელიც არის საათების შემკეთებელი და რომელიც დღეში 20 ლარზე მუშაობს. ასამართლებს ადამიანს, რომელსაც ჰყავს ავადმყოფი შვილი და რომელიც აქციაზე იდგა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ აქვს ჯანდაცვის სერვისები საკუთარი შვილისთვის და არ  აქვს შესაბამისი ანაზღაურება, რომ საკუთარ შვილს წამალი უყიდოს. ასამართლებს კახა მჟავანაძეს, რომლის ცოლიც არის დიალიზზე რეანიმაციაში და იცით რატომ იდგა იქ აქციაზე? და რატომ იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისთვის? რადგან ისეთ საქართველოში უნდა ცხოვრება, სადაც წამლის ფული ექნება საკუთარი შვილებისთვის, საკუთარი მეუღლისთვის, ოჯახისთვის. ახლა ძალიან მცირე ნაწილი გითხარით იმ ადამიანების, რომლის სასამართლო სხდომასაც მე ვესწრებოდი. რეალურად ადამიანები ყველაზე ღირსეული ნაწილი, ყველაზე მშრომელი ნაწილი, რომელზეც დგას ამ ქვეყნის ნაწილი, ამ ადამიანებს ასამართლებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც ასევე ამ ადამიანებს ასეული მილიონობით ლარს ჯიბეებიდან, შესაბამისად კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო დღეს რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ აღიარებს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი, არ აქვს ნდობა საქართველოს მოქალაქეებში და ლეგიტიმაცია. ასი ათასობით ადამიანი იდგა 4 ოქტომბერს რუსთაველზე, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქემ თქვა ხმამაღლა, რომ ისინი არ აღიარებენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ ვინმე მოქმედებდა არაკონსტიტუციურად, ეს არის მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის თითოეული ქართველის პასუხისმგებლობა.” - განაცხადა ანა წითლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 22:54
რუსეთის მასშტაბური დარტყმების შედეგად კიევის ოლქში 15-მდე ადამიანი დაიღუპა
  • 22:48
უკრაინის არმიამ მორიგი შეტევა განახორციელა Wildberries-ის საწყობზე
  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge