png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი

  • პოლიტიკა
  • 10.11.2025
  • 00:04
„ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი

„ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის შესაძლოა რუსეთისთვისაც კი, - ამის შესახებ პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ცქიტიშვილი ეხმიანება საქართველოს პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას 

მისი თქმით, „ოცნება“ თავისდა უნებურად უკვე შევიდა ესკალაციის ისეთ სპირალში, საიდანაც მისთთვის სასარგებლო გამოსავალი უკვე ნაკლებად სავარაუდოა.

"რას ნიშნავს პოლიტიკური რეპრესიების ახალი ეტაპი?

ეს არის ესკალაციის სტრატეგიის ტიპიური მაგალითი, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთი ინსტრუმენტია „ოცნების“ არსენალში საერთაშორისო არენაზე.

რა გულისხმობს „ოცნების“ ესკალაციის სტრატეგია?

ყველა იმ ნაბიჯზე, რასაც „ოცნება“ მიიჩნევს მის მიმართ ზეწოლად (რაც სინამდვილეში პარტნიორების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას წარმოადგენს), ის პასუხობს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვით და ცდილობს ამ გზით ევროკავშირი, აშშ-ის ადმინისტრაცია, გერმანიის მთავრობა და სხვები აიძულოს უკან დაიხიონ, აღიარონ არსებული სტატუს-კვო და გადავიდნენ „ოცნებასთან“ ტრანზაქციულ ურთიერთობაზე.

„ოცნებას“ სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება მძევლად ჰყავს აყვანილი — ზუსტად ისე, როგორც ამას ჩიხში მოქცეული ტერორისტები აკეთებენ.

„ოცნება“ თავისდა უნებურად უკვე შევიდა ესკალაციის ისეთ სპირალში, საიდანაც მისთთვის სასარგებლო გამოსავალი უკვე ნაკლებად სავარაუდოა.

რატომ?

განსხვავებით „ოცნების“ რეჟიმისგან, დემოკრატიული სახელმწიფოები არ მოქმედებენ ერთი ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის პერსონალური გადაწყვეტილებების შესაბამისად.

დემოკრატიული სახელმწიფო მოქმედებს ინსტიტუციური დემოკრატიის ფარგლებში დადგენილი წესებით და მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურებით.

ამიტომ ვერანაირი შანტაჟის პირობებში ვერ შეძლებს „ოცნება“ აიძულოს ბრიუსელი, ვაშინგტონი, ბერლინი ან სხვა დემოკრატიული ქვეყნის დედაქალაქი გადადგას მათი პრინციპებსა და დადგენილ პროცედურებს საწინააღმდეგო ნაბიჯები.

უფრო მეტიც — „ოცნების“ ასეთი ანტიდემოკრატიული ქმედებები უკუკრეაქციას უფრო იწვევს. ამ გზით „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის შესაძლოა რუსეთისთვისაც კი.

რუსეთსაც კი ისეთი რეჟიმი სჭირდება საქართველოში, რომელიც მათი შავი/სანქცირებული ფულის გათეთრებაში დაეხმარება, დასავლურ ფინანსურ ბაზრებზე დაკავშირებულობით.

არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი, რომელმაც თავისი ქვეყანა ნაცრისფერ ზონად აქცია და რომლეთან ურთიერთობასაც არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ მოაქვს.

ხოდა არის ეს დამდგარი ტოტალიტარიზმი თუ უხეირო დიქტატურის კონვულსიები თავად განსაჯეთ!"- წერს ცქიტიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge