png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს

  • მსოფლიო
  • 10.11.2025
  • 10:56
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს

აშშ-ის სენატმა მიიღო დაფინანსების კომპრომისული გეგმა, რომელიც აშშ-ის მთავრობის ხელახლა გახსნის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს დაასრულოს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათუნდი“, რომელიც უკვე 40 დღეა გრძელდება.

CNN-ის ცნობით, 60-მა სენატორმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ხოლო 40-მა წინააღმდეგ მისცა ხმა..

კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც სენატის რვა „დემოკრატმა“ წევრმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან და თეთრ სახლთან შეთანხმებას მიაღწია.

შეთანხმება მოიცავს დეპარტამენტების, მათ შორის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, სამ ყოვლისმომცველ დაფინანსების კანონპროექტს მომდევნო ფისკალური წლის ბოლომდე, ასევე დადგენილებას, რომ დარჩენილი დეპარტამენტების დაფინანსება არსებულ დონეზე 30 იანვრამდე გაგრძელდეს.

მთავრობის დახურვასთან დაკავშირებულ უთანხმოებაში „დემოკრატებისთვის“ მთავარი დაბრკოლება მილიონობით ამერიკელისთვის ჯანდაცვის შეღავათების გახანგრძლივების უზრუნველყოფა იყო.

მოლაპარაკებული შეთანხმების ფარგლებში, სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი „დემოკრატებს“ დაჰპირდა, რომ დეკემბრის მეორე კვირამდე ჯანდაცვის აღნიშნული შეღავათების გახანგრძლივების საკითხზე კენჭისყრას ჩაატარებს.

თუ სენატი საბოლოოდ მიიღებს კანონპროექტს შესწორებებით, პაკეტი უნდა დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატამ და ხელმოსაწერად გაუგზავნოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ამ პროცესს შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს.

თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ „შათდაუნი“ დასასრულს უახლოვდებოდა.

„როგორც ჩანს, შათდაუნის“ დასასრულს ვუახლოვდებით. ამას ძალიან მალე გაიგებთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge