png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე

  • პოლიტიკა
  • 11.11.2025
  • 16:00
ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე

თქვენ თუ ასე აპირებთ ზეპირად ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ, როგორც პოლიტიკური პარტია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან „გახარია საქართველოსთვის“ მოუწოდა, საქმის კეთება დაიწყონ და „ქართული ოცნების“ შეურაცხყოფას თავი დაანებონ.„მე თქვენ გირჩევთ, რეალური საქმის კეთებაში ჩაერთოთ და თავი შეიკავოთ ჩვენი სამთავრობო გუნდის შეურაცხყოფისგან, გითხარით, რომ ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, მაგრამ დღეს კვლავ აგრძელებთ საშინელი შეურაცხყოფების გავრცელებას, რასაც ნამდვილად არ შეგარჩენთ არცერთ ჯერზე“,- მიმართა ბითაძემ „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებებს „უტიფარი“ უწოდა.

„დღეს ჩვენ აქ ვიხილეთ აბსოლუტურად უტიფარი და უსირცხვილო განცხადებები, რომელიც წინა კვირის მსგავსად არც პროზის საღამოებს ჰგავდა და არც იმას, რომ ეს ადამიანები რაიმეს გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ თუნდაც თავიანთი წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულონ. დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაცები“ ვართ, თვითონ უმწიკვლოები არიან და ყველაფერი კარგის გაკეთება უნდათ.

როდესაც საჯარო მოხელეებზე საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რაღაც რეპრესიები განხორციელდა, თქვენ საჯარო სამსახურში რეპრესიები ეტყობა არ იცით, რა არის. ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, ძალიან კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად, „ნახირებზე“ „ნაციონალურ მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა მათი ოჯახის წევრებს. დღეს აქ ბედავთ და რომელიმე ჩვენგანს „ნაციონალს“ უწოდებთ იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა? ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, თავი შეიკავეთ იმ ადამიანებმა, რომელთა გარემოცვა არის ძირძველი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები“,- განაცხადა ბითაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge