გავრცელებული ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეს შესთავაზეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, მაგრამ მან უარი განაცხადა
- პოლიტიკა
- 20.11.2025
- 17:10
ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე, სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქგვერზდე გამოქვეყნდა.
"ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობიდან 6 თვე გავიდა, დარჩენილია 1 თვე.
სწორედ ამიტომ, მას კანონით ეკუთვნის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება.
დღეს მას შესთავაზეს აღნიშნული უფლებით სარგებლობა, თუმცა ვინაიდან არც ერთი გზით არ განიხილავს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას, ზურაბ ჯაფარიძემ მკაფიო უარი განაცხადა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200