png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"ნაცმოძრაობის' ქმედებები დასრულდა 2008 2ლის ომით, ეს მოიტანა მათმა ქარაფშუტულმა ქცევამ, „კოკოითი ფანდარასტით“ რომ დადიოდნენ და ეგონათ, ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.11.2025
  • 13:09
"ნაცმოძრაობის' ქმედებები დასრულდა 2008 2ლის ომით, ეს მოიტანა მათმა ქარაფშუტულმა ქცევამ, „კოკოითი ფანდარასტით“ რომ დადიოდნენ და ეგონათ, ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ - შალვა პაპუაშვილი

არაერთხელ ავხსენით, კიდევ გავიმეორებ, რომ 2006 წელს, სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები, რაც თავისი არსით უკვე იყო არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ იყო ღალატი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ დარჩეს.

„2006 წელს ჩატარდა უკანონო, ანტიკონსტიტუციური, სეპარატისტული არჩევნები, 2007-ში, ამ არჩევნების საფუძველზე შეიქმნა ყოფილი სამხრეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაცია, 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები. ამით შექმნეს ყველანაირი წინაპირობა, მათ შორის სამართლებრივი, რომ ადმინისტრაციული საზღვრები აღადგინეს და მეორე – შექმნეს ესკალაციური გარემო, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. ეს არის ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი ქმედებებისა, რომელიც დასრულდა 2008 წლის ომით და დამანგრეველი ეფექტი იქონია ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების სახით.

ეს მოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ქარაფშუტულმა ქცევამ, „კოკოითი ფანდარასტით“ რომ დადიოდნენ და ეგონათ, ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ. ეს ხალხი დღეს კიდევ რომ პოლიტიკაშია, ასე ქარაფშუტობით ქვეყანა რომ ომში შეიყვანეს, ეს არის დასტური, რასთან გვქონდა საქმე სააკაშვილის რეჟიმის სახით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სამართლებრივ-პოლიტიკურ, ტერმინოლოგიურ სივრცეში არ დარჩეს.

რაც შეეხება თავად ამ ადმინისტრაციას, მის თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს, წლების განმავლობაში ისინი კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავის საქმეს და ყველას მადლობა ეთქმის, ვინც თავადაც ამ გარემოების, გარკვეულწილად მძევალი იყო, იმ მხრივ, რომ არაკონსტიტუციურად შექმნილი ორგანო იყო. რა თქმა უნდა, მათ თანამშრომლებს მადლობა ეთქმით იმ საქმისთვის, რაც გასწიეს ამ წლების განმავლობაში, თუმცა თავად ეს ორგანო, რომელიც სრულად არის ანტიკონტიტუციური, ეს მიდგომა, რომელმაც თავის დროზე მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე, რა თქმა უნდა, ითხოვს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, საკანონმდებლო ქმედებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge