png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს, ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი, რომ იყოს ნატო-ს წევრი - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 25.11.2025
  • 12:21
ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს, ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი, რომ იყოს ნატო-ს წევრი - შალვა პაპუაშვილი

ვხედავთ, ვიღაცას აწყობს, საქართველო იქნება თუ უკრაინა, ჰყავდეს შუაში გაჭედილი, არც იქით, არც აქეთ, რაც უფრო ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ, ქართველი ხალხი ხედავს, რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს თქვეს, რომ კარები ღიაა, იმის შემდეგ 17 წელი გავიდა. საქართველომ გააკეთა ყველაფერი, როგორც ინსტიტუციურიად, ისე სამხედრო დაახლოების კუთხით, ომებში შესვლისა და ბრძოლის კუთხით ნატო-ს ჯარისკაცების მახარდამხარ. ბატონი რუტე რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო, იმ ქვეყანაზე 10-ჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ეს საკითხი. მათ შორის უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, ნატო-ს გარშემო რა დისკუსიები იყო. 2022 წელს, როცა ომი იწყებოდა, პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა და თქვა, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ, გვიღებთ თუ არა ნატო-ში, თუ არ გვიღებთ, გვითხარით და განვაცხადებთ ჩვენც, იქნებ, ერთი დაძაბულობის საკითხი მოიხსნას. თუმცა, არც ხო უთხრეს და არც არა. ბურთი არის სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველოს სამხედრო კონტინენტის 70%-ს სხვადასხვა ფორმით აქვს მონაწილეობა მიღებული მისიებში, სწავლებებში და ა.შ. როგორც თავსებადობით, ასევე ინსტიტუციურად, ყველა საკითხით ნატო-ს წევრ 7-8 ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრით. ქართველი ხალხი მიამიტი აღარ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ,, მარკ რუტემ განაცხადა: "ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი, ცხადია, მე არ ვარ გულუბრყვილო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ეს მკაფიოდ ვაცნობეთ ქართველებს. გვაქვს თანამშრომლობა მათთან. ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა თავისთავად ემსახურება მიზანს ახლა იმისთვისაც, რომ დავრწმუნდეთ, გვქონდეს არხი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება ჩვენი წუხილის გამოხატვა".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge