primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება

  • სამართალი
  • 18.12.2025
  • 14:48
გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს საქველმოქმედო პროექტში თანამონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. 30 დეკემბრამდე თითოეული მომხმარებლის მიერ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ნებისმიერი საავტომობილო პროდუქტის შეძენის შემთხვევაში ყოველი გადახდიდან 1 ლარი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან გადაირიცხება.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს განსაკუთრებული გამოცდილება შეუქმნას. ამჯერად მათ საშუალებას ვაძლევთ, ჩვენთან  ერთად წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩაერთონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ჯადოსნური ახალი წლის განწყობის შექმნაში.

პროექტის იდეა ჩვენი უკვე ტრადიციული „ზრუნვის კედლის“ ინსპირაციით შეიქმნა. თეგეტელები ბოლო წლებია, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოხუცების საიდუმლო სანტები ვხდებით და მათი სურვილების ასასრულებლად ვიკრიბებით.

ახლა კი გვინდა, რომ ზრუნვის გაზიარების ეს ემოცია ჩვენს მომხმარებელსაც შევაგრძნობინოთ. მათ მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხიდან 1 ლარი „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარების საჩუქრებსა და საახალწლო სურვილების ასრულებას მოხმარდება. გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი CSR სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, საზოგადოების მხარდაჭერის პროექტებში, ჩვენი მომხმარებელი და თეგეტელები ჩავრთოთ“.

წინასაახალწლო საქველმოქმედო პროექტიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდ „SOS ბავშვთა სოფელში“ სრულად გადაირიცხება და მიტოვების რისკის წინაშე მყოფ, სიღარიბეში მცხოვრებ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი: „ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდ, ბედნიერ, სიყვარულით სავსე ცხოვრებასა და გარემოს, სადაც ყველაფერია მისი განვითარებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა ხშირად განსხვავებულია. „თეგეტა მოტორსი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც მზრუნველობამოკლებული ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებაზე წლებია, ზრუნავენ და საზოგადოების წინაშე ამ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ახალი წლის ჯადოსნურ პერიოდში განსაკუთრებით გვჯერა, რომ დიდ საქმეში პატარა მონაწილეები არ არსებობენ, რომ ქველმოქმედების ძალა სწორედ ერთობაშია. ჩვენი დიდი ხნის პარტნიორთან „SOS ბავშვთა სოფელთან“ ერთად ამ ხედვას ვიზიარებთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო პროექტით ჩვენს მომხმარებლებთან ერთად ვაჩუქოთ მათ დღესასწაული“.

საქველმოქმედო ფონდი „SOS ბავშვთა სოფელი“ „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმის - Tegeta.care-ის დიდი ხნის მეგობარია. ორგანიზაცია 1989 წლიდან მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებებს იცავს, ეხმარება სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებსა და ახალგაზრდებს და უზრუნველყოფს მათ გაძლიერებას. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციის პროგრამებში ჩართულია 1800-მდე ბავშვი და მოზარდი. Tegeta.care-ის პლატფორმის საშუალებით, „თეგეტას“ მსგავსად, ნებისმიერ კომპანიასა და ადამიანს აქვს საშუალება, ორგანიზაციის გაძლიერებაში მიიღოს მონაწილეობა და უკეთესობისკენ შეცვალოს იმ ადამიანების ცხოვრება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge