png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე

  • პოლიტიკა
  • 19.12.2025
  • 18:23
ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე

ზურა გირჩი ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირებაა - შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია და ეს დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე წერს.

კუპრაძის განცხადებით, “ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს ქართველი ხალხი დააშინოს, რადგან თავად არის შეშინებული“.

“ვულოცავ ზურას ტყვეობიდან გათავისუფლებას. ვულოცავ შენს ოჯახს, შვილებს.

რაც შეეხება ზურა გირჩი ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლებას, ეს არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება. შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია და ეს დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ.

ზურა და ყველა სხვა პოლიტიკური ლიდერი თუ სინდისის ტყვე, დღეს პატიმრები არ არიან. ისინი ავტოკრატიული რეჟიმის ტყვეები, მძევლები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველო ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე და მძევალია.

ავტოკრატიული რეჟიმი რეალურად ცდილობს დააშინოს ქართველი ხალხი, რადგან თავადაა შეშინებული, თუმცა ჩვენ ის ვერ შეგვაშინებს და ვერც დაგვამარცხებს!“, - წერს კუპრაძე.

ზურაბ ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება დღეს, დაახლოებით 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, რა დროისთვის მისი ოჯახის წევრები და მეგობრები გეგმავდნენ საპატიმრო დაწესებულებასთან მისვლას, თუმცა ციხიდან 08:00 საათზე გამოუშვეს. ჯაფარიძის განცხადებით, ოჯახის წევრებთან დაკავშირებაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მდგარი უცნობი ტაქსის მძღოლი დაეხმარა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge