png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა - უკრაინული მედია

  • მსოფლიო
  • 20.12.2025
  • 00:22
უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა - უკრაინული მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხმელთაშუა ზღვის ნეიტრალურ წყლებში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა.

ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ განუცხადა.

წყარომ განაცხადა ახალი, უპრეცედენტო სადაზვერვო ოპერაციის შესახებ, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან 2000 კილომეტრზე მეტ მანძილის დაშორებით ჩატარდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხმელთაშუა ზღვის ნეიტრალურ წყლებში მრავალეტაპიანი ოპერაციის შემდეგ, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ცენტრი „A“-ს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საჰაერო დრონებით დაბომბეს რუსეთის ფედერაციის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ტანკერი QENDIL.

სპეცოპერაციის დროს რუსულ გემს ტვირთი არ გადაჰქონდა და ის ცარიელი იყო. შესაბამისად, წყაროს ცნობით, ამ თავდასხმას რეგიონში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

„უკრაინსკა პრავდას“ წყაროს ცნობით, თავდასხმის შედეგად ტანკერმა კრიტიკული ზიანი მიიღო და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია.

„აგრესორმა სახელმწიფომ ეს ტანკერი სანქციების გვერდის ავლისა და უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ფულის მოსაპოვებლად გამოიყენა. ამრიგად, საერთაშორისო სამართლისა და ომის კანონებისა და წესების თვალსაზრისით, ეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა. მტერმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინა არ გაჩერდება და თავს დაესხმება მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა იყოს იგი. მტერმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინა არ გაჩერდება და თავს დაესხმება მას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა იყოს იგი“, - განაცხადა წყარომ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge