პაკისტანში ავტობუსების გაჩერებაზე მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 16.03.2016
- 13:24
პაკისტანის ქალაქ პეშავარში ავტობუსების გაჩერებაზე აფეთქება მოხდა, რომელსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. 30-მდე დაშავებული საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
პოლიციელთა თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მგზავრები ავტობუსში ადიოდნენ.
წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსში იყო დამონტაჟებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200