png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა

  • მსოფლიო
  • 13.02.2026
  • 14:41
უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპას აღარ შეუძლია ამერიკის დაცვას დაეყრდნოს, უკრაინა კი ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

ამის შესახებ სიბიჰამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის სახლის გახსნაზე განაცხადა.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ მიმდინარე კონფერენციის უკრაინაზე ფოკუსირება გამართლებულად და გარდაუვლად მიაჩნია.

„ჩვენ ახალ ეპოქაში შევედით. ევროპისთვის უსაფრთხოების აუთსორსინგი დასრულდა. დადგა დრო, გავაძლიეროთ ჩვენი შინაგანი ძალა. და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უკრაინა ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი გახდება... სწორედ ამიტომ, სამართლიანია, რომ უკრაინული სახლი ამერიკული და გერმანული სახლების გვერდით იყოს. ეს ასახავს უკრაინის გადამწყვეტ როლს კოლექტიურ უსაფრთხოებაში“, - თქვა მან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა აღიაროს ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც ევროპულ სახელმწიფოებს აღარ შეუძლიათ ამერიკის დაცვაზე დაყრდნობა.

„დრო, როდესაც ევროპა გარე ძალებზე იყო დამოკიდებული, დასრულდა. როგორც ვთქვი, აუთსორსინგი აღარ იქნება. ჩვენ საკმარისი საკუთარი ძალები გვყავს. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ ეს - და უკრაინა ამ რეალური ევროპული ძალის მთავარი წყაროა“, - განმარტა მან.

სიბიჰამ  ასევე დასძინა, რომ უკრაინა სიამოვნებით გააძლიერებდა ევროპის თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნას.

 „ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. და მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge