png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია

  • პოლიტიკა
  • 07.03.2026
  • 18:27
„ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია

„ოცნებამ“, ბრძოლა ვერ გააჩერა - ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია,  - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია აცხადებს გზავნილში, რომელიც „ოპოზიციის ალიანსაა“ და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრაზე წაიკითხეს.

ხოშტარიას თქმით, ალიანსის განაცხადში ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა უბრალოდ ერთობის დეკლარირება, არამედ ბრძოლის სტრატეგიაზე, პასუხისმგებლობის აღება.

„პირველი და, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსის განაცხადში არის არა უბრალოდ ერთობის დეკლარირება, არამედ ბრძოლის სტრატეგიაზე, შესაბამისად, გამარჯვების გზაზე პასუხისმგებლობის აღება. არსებითად, სწორედ ამით არის ეს თანხმობა განსხვავებული და სწორედ ეს საფუძველია ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ურთიერთსიმპათია და საზეიმო ტორტებით გაფორმებული ერთობის დაპირება. მოქმედების ხედვა და ქცევის წესები - ორივე კონკრეტული და გაზომვადია და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. პოლიტიკაში, დემოკრატიულ პროცესში ანგარიშვალდებულება ბევრად უფრო ეფექტური იარაღია, ვიდრე სიმპათია და ნდობა.

შესაბამისად, ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, რომელიც ალბათ ბევრს გაუჩნდებოდა - რატომ უნდა ვენდოთ? - პასუხია: არ ენდოთ, მოთხოვეთ! აქვე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო პოლიტიკაში ნდობასთან მიმართებით, რადგან საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის სიცხადე ურთიერთობის წესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. ჩემი პირადი დამოკიდებულებით, ნდობა, როგორც ადამიანებს შორის კერძო ურთიერთობებში, ასევე პოლიტიკაშიც ყველაზე „მყარი ვალუტაა“. დროთა განმავლობაში ის ძალიან ბევრ სხვა რესურსს უკან ჩამოიტოვებს, მათ შორის მოკლევადიანად ძალიან მომხიბვლელ რესურსებს. ამასთანავე, ნდობა ვერასდროს იქნება პოლიტიკური ურთიერთობების ერთადერთი განმსაზღვრელი ინსტრუმენტი. სამწუხაროდ, ეს უკიდურესად საშიშია. აუცილებელია ამ ურთიერთობების დაზღვევა უფრო კონკრეტული, გაზომვადი ინსტრუმენტებით. სწორედ ამიტომ სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობაში ბევრია ნაფიქრი ისეთ დამზღვევ მექანიზმებზე, როგორებიცაა: კონტროლი, შემოწმება და ანგარიშვალდებულება. სულ სხვანაირი იქნებოდა სამყარო, მმართველობაში ადამიანის არჩევისას ნდობა საკმარისი რესურსი რომ ყოფილიყო. შესაბამისად, ეს ალიანსი იძლევა კონტროლის და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რაც მას ბევრი სხვა ერთობისგან განასხვავებს. მაშ, რას მოითხოვს ჩვენგან ეგზისტენციალური კრიზისის ეს ეტაპი და რისი შესრულება იქნება გამარჯვების საწინდარი? დღევანდელი ვითარების აღწერისას ძალიან მოკლედ რამდენიმე შეფასება უნდა გაგიზიაროთ:

ჩვენმა თითქმის 500-დღიანმა ბრძოლამ გამარჯვება ჯერ ვერ მოგვიტანა, თუმცა, მიგვაღწევინა უმნიშვნელოვანეს მიზნამდე. „ოცნებამ“, უდიდესი ძალისხმევისა და საკუთარი დანაკარგების მიუხედავად, ბრძოლა ვერ გააჩერა.

ჩვენი დაზიანების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება და კიდევ უფრო ზიანდება „ოცნება”. დღეს ის უფრო სუსტია, ვიდრე ბრძოლის დასაწყისში იყო. უფრო აგრესიული და, შესაბამისად, უფრო სუსტი.

ამგვარად, ალიანსის შექმნა მართლაც ბრძოლის ახალი ეტაპია და წარმატების პირობებში გამარჯვება აბსოლუტურად კონკრეტულად და რეალისტურად გამოიყურება. ალიანსი გამარჯვებისთვის - არა ლამაზი, სასურველი სიტყვები, არამედ გააზრებული გეგმაა”, - აცხადებს ხოშტარია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge