png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

  • პოლიტიკა
  • 13.03.2026
  • 14:16
სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე და ყველაფერს ისე გააკეთებს, რაც ქვეყანას სჭირდება და არა „გარედან ვიღაცების დავალებით და ხელის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებები“.

„ეს არის სრული ბოდვა. ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ გვთხოვენ გავაუქმოთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი, გვთხოვენ გავაუქმოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი“ (TFI), „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად. წარმოუდგენელია, ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება და გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე და ყველაფერს ისე გააკეთებს, რაც სჭირდება პირველ რიგში ქვეყანას.

დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, დავალებები და თავჩაღუნულები იღებდნენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და არა გარედან ვიღაცების დავალებით და ხელის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებები.

ინტერესებს რაც შეეხება, ვხედავთ, რა პროცესები მიდის. უკრაინაში ერთსქესიანთა ქორწინება სასამართლომ დაუშვა და ვიცით, საით მიდის ყველაფერი. გარე აქტორების სურვილია, ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, უკრაინა, საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. არ დავუშვებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესი, ეკონომიკა, ქართველი ხალხი. ამას არ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება.

მთელმა რიგმა ქვეყნებმა: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი - მხარი არ დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, რაც მისასალმებელია. ეს არის სრული ბოდვა, რაც არის ამ დოკუმენტში“,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, მათი სამოქმედო გეგმა მარტივია: გადაწყვეტილებების ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება.

„ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, როგორი საფრთხის წინაშე დგას. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ჩვენ არ დავუშვებთ, ვიღაცას დიდ ქვეყნებს, პოლიტიკურ მოთამაშეებს შესაძლებლობა მივცეთ, პატარა მაგრამ უდიდესი კულტურის და ტრადიციების მქონე ქვეყანა თავისი ინტერესებით გამოიყენოს. საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი რამხელა უბედურება შეიძლება მოიტანოს ომმა. 2008 წლის ტკივილი და ჭრილობა არ მოგვიშუშებია, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენებია განხილული და რეკომენდაციებია მოცემული. დოკუმენტის თანახმად, მთავარი მიგნებებია, რომ მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა გაერთიანებული იყო დანაშაულების ჩამდენების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ ეტაპობრივად შეამცირა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები ახალი კანონების მიღებით, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და LGBT+ საზოგადოებას იღებენ მიზანში.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონი” (TFI), “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), და “გრანტების შესახებ კანონში” უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული შესწორებები უნდა გაიწვიოს. ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები საქართველოსთვის, ეუთოს წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge