png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ირანის ელჩის მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა დასავლელი მოკავშირეების ლეგიტიმურ კრიტიკას ძალაუფლებრივი ვერტიკალის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფის ნიაღვარი მოყვება - "ფედერალისტები"

  • პოლიტიკა
  • 01.04.2026
  • 17:15
ირანის ელჩის მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა დასავლელი მოკავშირეების ლეგიტიმურ კრიტიკას ძალაუფლებრივი ვერტიკალის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფის ნიაღვარი მოყვება - "ფედერალისტები"

პარტია "ფედერალისტები"  ირანის ელჩის სეიედ ალი მოჯანის კომენტარზე განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგანგაშოა, რომ ალი მოჯანი განცხადებაში ქვეყნის შიგნით ირანის მიმართ ლოიალური ჯგუფების გამოყენებით ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეებზე მიანიშნებს

გუშინ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა გაავრცელა განცხადება, რომელიც შეიცავდა პირდაპირ მუქარას ქართული სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ალი მოჯანი განცხადებაში ქვეყნის შიგნით ირანის მიმართ ლოიალური ჯგუფების გამოყენებით ქართული სახელმწიფოს დესტაბილიზაციის საფრთხეებზე მიანიშნებს.

ბოლო წლებია ყველანი ვაკვირდებით ირანის პოლიტიკური გავლენის ქსელის გაძლიერებას და გააქტიურებას, რომელთა მიმდევრებიც არა მხოლოდ ღიად გამოხატავენ მტრობას შეერთებული შტატების, ისრაელის და თავისუფალი სამყაროს მიმართ, არამედ საჯაროდ აღუთქვამენ მორჩილებას ტერორისტულ ფიგურებს და განადიდებენ მათ.

ამის შესახებ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობილი არაერთი კვლევა ვიხილეთ, რომელიც ამ ქსელის არსებობას ადასტურებს.

ივანიშვილის რეჟიმმა, ერთი მხრივ, დაუშვა და ხელი შეუწყო უცხო ქვეყნის აგრესიული, სახიფათო იდეოლოგიის გავლენის ქსელის შექმნას საქართველოში და მეორე მხრივ, თავისი პროპაგანდითა და საჯარო პოზიციებით, ფაქტობრივად, ირანის ისლამური რეჟიმის მხარე აირჩია მიმდინარე დაპირისპირებაში, რამაც ხელი შეუწყო როგორც ამ გავლენის გაძლიერებას, ისე საქართველოს იზოლაციის გაღრმავებას თავისუფალი სამყაროსგან.

რეჟიმმა, რომლის პროპაგანდაც მუდამ მშვიდობის შენარჩუნებაზე აპელირებს, რეალურად, მტრული იდეოლოგიის უცხო ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ქვეყნის შიგნით ჩვენს თანამოქალაქეებს შორის ისეთი გავლენა მოეპოვებინა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ირანის ელჩის საჯარო მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა ქართველი ხალხის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რეჟიმის ყველა ლეგიტიმურ კრიტიკას მთელი ძალაუფლებრივი ვერტიკალისა და პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფისა და ცილისწამების ნიაღვარი მოყვება.

საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რათა საქართველომ შეიძნოს მძლავრი მოკავშირეები, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების გზას და დაიწყოს კონსტიტუციური მეთოდებით ქვეყნის შიგნით ამ ტიპის გავლენის ქსელების განეიტრალება", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ალი მოჯანმა განაცხადა: "როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს - ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge