png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი

  • მსოფლიო
  • 02.04.2026
  • 16:19
ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარებს მისი ქორწინების შესახებ „შეუსაბამო“ უწოდა. ამის შესახებ მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება BFMTV.

სეულში ჩასვლისთანავე, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, მაკრონმა ტრამპის შენიშვნებს უპასუხა.

მან თქვა, რომ ამერიკის ლიდერის სიტყვები „არც კორექტული იყო და არც ღირსეული“.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ეს პასუხს არ იმსახურებს. მათ შეუძლიათ, უკმაყოფილება გამოთქვან, რომ არ ეხმარებიან იმ ოპერაციაში, რომელიც დამოუკიდებლად გადაწყვიტეს. ეს ჩვენი ოპერაცია არ არის“, “, - დასძინა მაკრონმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნატო-ელი მოკავშირეების მიმართ უკმაყოფილების გამო, პრესასთან საუბრისას, ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი ახსენა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, აღდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან გონს ჯერ არ მოსულა, ვუთხარი, სპარსეთის ყურეში გვინდა დახმარება, მიპასუხა, ეს ომის შემდეგ შეგვიძლიაო“.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შესახებ დონალდ ტრამპის კომენტარებმა ფრანგ პოლიტიკოსებში აღშფოთება გამოიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge