png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ცხედარი თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან გაემგზავრნენ - შსს-მ 2 პირი დააკავა

  • სამართალი
  • 08.04.2026
  • 16:52
ცხედარი თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან გაემგზავრნენ - შსს-მ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის 2 პირი: 1992 წელს დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995 წელს დაბადებული ზ.ა. მოგვიანებით, ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

„ბრალდებულებმა ცხედარი - გ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge