png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

უნგრეთის მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენს ადგილობრივ ოპოზიციას ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა - ლევან მახაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.04.2026
  • 13:43
უნგრეთის მომავალმა პრემიერმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან მეგობრობას, ჩვენს ადგილობრივ ოპოზიციას ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა - ლევან მახაშვილი

უნგრეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც დამყარებულია ურთიერთსასარგებლო ინტერესებზე და იმედია, ეს გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პეტერ მადიარსა და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ჩემს კოლეგებთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო მონაწილეობა სადამკვირვებლო პროცესში, როგორც ბუდაპეშტში, ასევე რეგიონებში, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, იყო კონკურენტული პროცესი და უნგრეთს არჩეული ჰყავს ხელისუფლება. ვისაც აქვს ამის ინტერესი, შეგიძლიათ, ეუთო/ოდირის პირველად დასკვნასაც გაეცნოთ, სადაც აღნიშნულია ყველა დეტალი როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ამასთან, მახაშვილის თქმით, უნგრეთში არჩევნების შედეგები მიიღო როგორც გამარჯვებულმა, ისე დამარცხებულმა.

„ნორმალურ ქვეყნებში სწორად ასე ხდება, რომ დამარცხებული აღიარებს შედეგებს, წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო. ისეთი წყალწაღებული და პოლიტიკურად გაკოტრებული აღმოჩნდა ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, რომ ამ შემთხვევაშიც კი, საათსა და ორბანის წაგებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს თუ შვებას, თითქოს ბუდაპეშტში მიღებული ეს შედეგი თბილისში მათ რაიმე პოლიტიკურ არსებობას, სუნთქვას ხელოვნურად შეუნარჩუნებდა. თუმცა, მომავალმა პრემიერმა პირველივე პრესკონფერენციაზე ეს ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს გადაასხა ცივი წყალი, როდესაც განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, მეგობრობას. მისი ინტერესი არ არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევა და მზად არის, თუნდაც თბილისში ვიზიტისთვის. უკვე მერამდენედ, ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ „ჰოპლა“ დაიძახა და შემდეგ გადახტა, უკვე მერამდენედ, ისეთი პოზიციები დაიკავეს, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჯდება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში.

ვიდრე ჩვენი ოპონენტები სხვის არჩევნებს ზეიმობენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე და პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. უნგრეთს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ურთიერთსასარგებლო ინტერესებზეა დამყარებული და იმედია, გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ პირველივე პრესკონფერენციაზე, გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ შევძლებთ, საერთო ინტერესების საფუძველზე, ურთიერთობების, ამ მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც გვქონდა ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge