png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თსუ-ს პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა

  • საზოგადოება
  • 17.03.2016
  • 10:35
 თსუ-ს პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა

თსუ-ს პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა. რამდენიმე აუდიტორიაში ლექციები უკვე მიმდინარეობს. თუმცა, 115-ე აუდიტორიის კარზე გაკეთებულია წარწერა, რომ ოთახი დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერაა დალუქული. 
წუხელ, აქციის შეწყვეტის შემდეგ, სტუდენტურმა მოძრაობა „აუდიტორია 115“ - მა მანიფესტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სტუდენტებისა და ლექტორებისგან შეიქმნება უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭო. სტუდენტები ითხოვენ აკადემიური საბჭოს დაშლას, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზებას; განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაციას. მათი თქმით, უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორისა და სენატის ინსტიტუტებს. ამასთან, სტუდენტები ითხოვენ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ „ოდეერებისგან“. მანიფესტის თანახმად, უახლოეს დროში, შემუშავებული იქნება დეტალური ხელშეკრულება - კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და სტუდენტებს შორის. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმომადგენელი პირი მოძრაობიდან „აუდიტორია #115“. „აუდიტორია 115“-ის წევრების განცხადებით სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით დროებით წყვეტენ #115 აუდიტორიაში მუშაობას და მოუწოდეს კონტრ-დემონსტრაციის მონაწილეებს პატივი სცენ საგანმანათლებლო პროცესს.

მანიფესტში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ხელშეკრულების გაფორმება, სტუდენტები იტოვებენ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge