png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„დრუჟბას“ ნავთობსადენი უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რაც ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის განბლოკვის საშუალებას მისცემს - მარტა კოსი

  • მსოფლიო
  • 21.04.2026
  • 11:23
„დრუჟბას“ ნავთობსადენი უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რაც ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის განბლოკვის საშუალებას მისცემს - მარტა კოსი

ევროკომისარმა  გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის მომავალი მთავრობის დახმარებით უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ყველა კლასტერი მალე ოფიციალურად გაიხსნება.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, იუწყება Ukrinform.

„უკრაინა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების გზას განსაკუთრებულ პირობებში. უკრაინელების გადაწყვეტილება, რომ დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და მოქალაქეები, მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ არ ვკარგავთ დროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ – თქვა კოსმა.

მისი თქმით, ნავთობსადენი „დრუჟბა“ უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რაც ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის განბლოკვის საშუალებას მისცემს.

კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის როგორც გეოპოლიტიკური აქტორის სანდოობა დამოკიდებულია მის უნარზე, გააგრძელოს გაფართოების პროცესი ამბიციურად და სრულად შეესაბამებოდეს საკუთარ წესებს.

კოსის თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ევროპას შეახსენა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატია არ არის გარანტირებული და ავტორიტარული რეჟიმები ხშირად ცდილობენ დემოკრატიების შიგნიდან დასუსტებას. მისი თქმით, ამ კონტექსტში გაფართოება აღარ არის მხოლოდ ევროპული პროექტის დასრულება, არამედ მისი დაცვა და გამყარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge