png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი

  • მსოფლიო
  • 24.04.2026
  • 09:15
ერთ დღეს, უკრაინაში, ეს ომი დასრულდება და ისტორია იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა და ვინ აირჩია სიმამაცე, უკრაინამ უკვე გასცა პასუხი - პრინცი ჰარი

პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომში მხოლოდ შეზღუდულ შედეგებს აღწევს და ვერ შეძლებს გამარჯვებას, ამიტომ დროა ომი შეწყდეს.

 ამის შესახებ მან კიევის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„პრეზიდენტო პუტინო, არც ერთი ქვეყანა არ ისარგებლებს იმ ადამიანური დანაკარგებით, რასაც ვხედავთ. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ომი შეჩერდეს, თავიდან ავიცილოთ უკრაინელებისა და რუსების შემდგომი ტანჯვა და ავირჩიოთ სხვა გზა,“ - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.

ჰარიმ ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, დიდი დანაკარგებით და შეზღუდული სამხედრო შედეგებით, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ეს გზა გამარჯვებას კი არა, მეტ დანაკარგს იწვევს.

ჰარიმ აღნიშნა, რომ ომის ფასი მუდმივად იზრდება და არ არსებობს არც ერთი შედეგი, რომელიც ადამიანურ დანაკარგებს გაამართლებს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ უკრაინა მარტო არ არის — მას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.

„ახლა ამოცანაა გავაერთიანოთ უკრაინის გამძლეობა სისწრაფესთან, სოლიდარობა მასშტაბთან და ერთგულება თანმიმდევრულობასთან. რაც უკვე გაკეთდა, აჩვენებს, რომ ეს შესაძლებელია, და ამ მომენტის მასშტაბი მეტს მოითხოვს,“ - აღნიშნა ჰარიმ.

ამ კონტექსტში მან ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართა.

ჰარიმ  განაცხადა, რომ სწრაფად და გადამწყვეტად მიღებულმა ზომებმა სიცოცხლეები გადაარჩინა, ხოლო მკაფიო ვალდებულებები ომების ხანგრძლივობას ამცირებს.

მისი თქმით, განსაკუთრებული როლი ამ პროცესში აქვს ამერიკის შეერთებული შტატებს — არა მხოლოდ მისი სამხედრო და პოლიტიკური ძალის გამო, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის შემდეგ აშშ გახდა ერთ-ერთი გარანტი უკრაინის სუვერენიტეტისა და საზღვრების დაცვისთვის.

„ეს არის მომენტი ამერიკული ლიდერობისთვის,“ - თქვა მან.

მისივე თქმით, ახლა დროა ამერიკამ აჩვენოს, რომ შეუძლია საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულება — არა ქველმოქმედების, არამედ საკუთარი როლის გამო გლობალურ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ სტაბილურობაში.

ჰარიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს მსოფლიო პატივისცემას და აღნიშნა, რომ როდესაც ლიდერები არ სცემენ პატივს სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის სიცოცხლეს, დაკარგული პატივის დაბრუნება რთული და ხანგრძლივი პროცესია.

„უკრაინამ კი საპირისპირო გზა აირჩია. და ეს განსხვავება უფრო ნათელი ვერ იქნება. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მკაფიოდ თქვა: „ჩვენ ვიცავთ ჩვენს სიცოცხლის უფლებას“. ამიტომ კითხვას აღარ წარმოადგენს ის, გადარჩება თუ არა უკრაინა. ამ კითხვას პასუხი თქვენ უკვე გაეცით. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, დანარჩენი მსოფლიოს პასუხი თქვენი გამძლეობის შესაბამისი იქნება თუ არა.

რადგან ერთ დღეს, მალე, ეს ომი დასრულდება. და ისტორია არ იკითხავს, რაზე ვლაპარაკობდით — ის იკითხავს, ვინ რა გააკეთა, ვინ იმოქმედა, ვინ გამოვიდა წინ და ვინ აირჩია სიმამაცე სიფრთხილის ნაცვლად.

უკრაინამ უკვე გასცა თავისი პასუხი“, — განაცხადა ჰარიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge