png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 08.05.2026
  • 13:07
პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე

თუ ჩვენ ნორმალური ცხოვრება გვინდა, ეს ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებით მიიღწევა, ეს შალვა პაპუაშვილმა იცის, ოღონდ პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს, - ამის შესახებ “ოპოზიციური ალიანსის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ევროპის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის წარმომადგენლის პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრობას კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილება სჭირდება, “ამ რეჟიმის პირობებში კი ქვეყანა კოპენჰაგენის კრიტერიუმებს 180 გრადუსით ასცდა“.

“ევროკავშირის არის კლუბი, რომელსაც თავისი წესები აქვს. არსებობს ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელსაც სამი მიმართულება აქვს. თუ გვინდა, რომ ამ კლუბის წევრები გავხდეთ და ჩვენმა შვილებმა ნორმალურ, ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრონ, სადაც კარგი განათლება და ჯანდაცვა იქნება, სადაც ჩვენს შვილებს ჯიბეში ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტი ექნება, რომელიც დედამიწაზე ყველა კარგს გაუხსნის, ამისთვის კოპენჰაგენის კრიტერიუმები არსებობს, რაც ამ ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ამ რეჟიმის პირობებში ეს ქვეყანა კოპენჰაგენის კრიტერიუმებს 180 გრადუსით ასცდა და სულ სხვა მიმართულებით გაფინეს - რუსეთის უკანალში! ამ ქვეყნის მოქალაქეების 80% სტაბილურად იძახის, რომ ევროკავშირში გვინდა. გვინდა, რომ თბილისის გროზნო არ იყოს და იყოს ლუქსემბურგივით. ამიტომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ“,[IPN] - განუცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge