png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საცოდაობაა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას როგორ ექცევა, ტრაგიკული ამბავია - გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ თამაზაშვილის განცხადებაზე

  • კომენტარები
  • 08.05.2026
  • 14:15
საცოდაობაა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას როგორ ექცევა, ტრაგიკული ამბავია - გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ თამაზაშვილის განცხადებაზე

პარტია "ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია, გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებას, რომ „ევროპარლამენტარების მიერ მიღებულ მორიგ ანტიქართულ ანგარიშში ირაკლის შეყვანა და მოხსენიება არის ფარისევლური , ყალბი და მიზანმიმართულად პროვოკაციული ნაბიჯი, რაც აშკარად რადიკალურ-ექსტრემისტული ოპოზიციის ლობიზმის შედეგია“.

„უბრალოდ, ადამიანურად საცოდაობაა, როდესაც ასეთ მდგომარეობაშია. აქედან შეიძლება ვიმსჯელოთ, ივანიშვილი, როგორ ექცევა საკუთარ გარემოცვას. ხალხი იმ მდგომარეობაშია, რომ აპროტესტებს, მისი დევნის შესახებ ჩანაწერი რომ მოხდა. ტრაგიკული ამბავია. ოღონდ ჩემთვის, ყველა ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ეს ტრაგიკომიკური ამბავია, რომლის დაჭერაც პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენეს, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან, სინამდვილეში კი ინსტიტუციური კორუფციის შედეგია ღარიბაშვილის ამბავი. ერთ ღარიბაშვილზე ხომ არ არის ლაპარაკი, წლების განმავლობაში მთელი წყება გვაქვს იმისა, რომ კონსტიტუციურად უმაღლესი თანამდებობის პირების: პრემიერ-მინისტრების, სუს-ის უფროსის, ყოფილი გენპროკურორის, მინისტრების, რომლებიც ყველანი გამდიდრდნენ ოფიციალური ვერსიით თანამდებობაზე ყოფნისას, ამის იქეთ ხომ პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენეს. ახლა, მის ოჯახის წევრების უწევთ, ხსნა დაინახონ იმაში, რომ ისევ მამა-მარჩენალს უნდა გაუგორონ. ტრაგიკული ამბავია. ეს აჩვენებს, რამდენად დიდ შარში ვართ, სანამ ამ კაცს, სადაც მის გარემოში ასეთი კლიმატია, აქვს ძალაუფლება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge