primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

"ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს

  • სამართალი
  • 13.05.2026
  • 15:22
 "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს.

ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, კიდევ შვიდ პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ორი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

„სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.

დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდებს – ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდებს დახმარების მიზნით პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა, 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების მიმართ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, არღვევს კანონს ან ხელს უწყობს დანაშაულებრივ საქმიანობას, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge