png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ

  • მსოფლიო
  • 14.05.2026
  • 17:28
კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, რუსეთის კომბინირებული იერიშის შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბავშვი, დაიღუპა, ხოლო 44 დაშავდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიდევ 20 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დაახლოებით 13:00 საათზე კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკო განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დარნიცის რაიონში ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან 12 წლის გოგონას ცხედარი ამოიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევებში დაღუპულებს შორის არიან 21 და 30 წლის პირები.

კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა - ის თავდასხმის შედეგად დაზიანებული ავტოგასამართი სადგურიდან იყო ჰოსპიტალიზებული.

ვიტალი კლიჩკოის განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. მათ შორის ორი ბავშვია, მათ შორის - 1 თვის ჩვილი.

„დაშავდა 44 ადამიანი. ამ დროისთვის სტაციონარში 21 პირი რჩება, მათ შორის ერთი ბავშვი. კიდევ 23 დაშავებულს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება უტარდება“, - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ არსებობს ინფორმაცია „სულ მცირე 20 დაკარგული ადამიანის“ შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge