png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 18.05.2026
  • 18:39
რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ მიიღო ახალი რუსული დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად მიღებულ დანაკარგებს აფასებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ამ შეფასებების დამალვას როგორც საერთაშორისო საზოგადოებისგან, ისე საკუთარი შიდა აუდიტორიისგან.

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოქმედი ნავთობის ჭაბურღილების რაოდენობის შემცირება. მისი თქმით, მხოლოდ ერთმა რუსულმა ნავთობკომპანიამ, რომელიც უდიდესი არ არის, უკვე იძულებული გახდა დაახლოებით 400 ჭაბურღილი დაეხურა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის ნავთობის მოპოვების სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს სერიოზული დანაკარგია, რადგან ჭაბურღილების ხელახლა ამუშავება რუსეთში ბევრად რთულია, ვიდრე სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში.

მისი თქმით, მეორე მაჩვენებელია ნავთობის გადამუშავების შემცირება სულ მცირე 10%-ით 2026 წლის რამდენიმე თვის განმავლობაში.

„ვხედავთ, რომ ჩვენი უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი სანქციები რეალურად მუშაობს და ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ასევე სერიოზული პრობლემები აქვს საბანკო სექტორში. მისი განცხადებით, 11 ფინანსური ინსტიტუტი სრული ლიკვიდაციისთვის ემზადება იმ პრობლემების გამო, რომელთა გადაჭრაც სხვა გზით შეუძლებელია. კიდევ 8 ბანკს კი დაგროვილი აქვს კრიტიკული სირთულეები, რომელთა დაფარვაც გარეშე რესურსების გარეშე ვერ ხერხდება.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი წელს უკვე თითქმის 80 მილიარდ დოლარს აღწევს - მეხუთე თვის მდგომარეობით, რაც, მისი თქმით, რეგიონული ბიუჯეტების მნიშვნელოვანი ნაწილის გაკოტრების ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა.

მან ასევე განაცხადა, რომ დაავალა საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, გაავრცელოს მიღებული ინფორმაცია რუსეთის მცდელობების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიო კომპანიების ჩართვას ფინანსური კრიზისის „შესწორებაში“ და სანქციების გვერდის ავლის სქემებში.

„კერძოდ, ჩვენ დავაფიქსირეთ, მცდელობები, მოეწყოს მარცვლეულის გატანა ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, ასევე ნახევარკუნძულის სხვა ეკონომიკური ექსპლუატაცია შეერთებული შტატების სუბიექტების მონაწილეობით. ამაზე ვაცნობებთ პარტნიორებს. ასევე ვაფიქსირებთ მცდელობებს, რომ რუსულ ნავთობისა და გაზის არქტიკულ პროექტებში მოიზიდონ ინვესტიციები და ტექნოლოგიები დემოკრატიული სამყაროს ქვეყნებიდან. ვიცით, როგორ ვუპასუხოთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge