png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.06.2026
  • 12:06
როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი

როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, თუმცა არ ჩავთვალოთ, რომ იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ეს არის იმ ძალების მუდმივი გადაწყობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ. ამიტომ შემდეგი ტაქტიკური სვლა იქნება, დაშალონ ეს ტოქსიკური „ალიანსი“, უფრო სწორად, გადაანაწილონ სხვადასხვა ჯგუფებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ეს კინოც აქვს ნანახი.

„რამდენჯერ უნდა შეეცადონ, ასეთი ფოკუსები ჩაუტარონ ქართველ ხალხს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ალიანსმა“ თავისი ძალიან კარგი საქმე გააკეთა ჩვენი საზოგადოებისთვის – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ არსებობს ყოფილი „ნაცი“. ვნახეთ, რომ „ნაცები“ ისევ ერთად გაერთიანდნენ. „ნაცს“ როდესაც ვამბობ, მაინცდამაინც პარტიულ კუთვნილებას არ ვგულისხმობ, არამედ იდეოლოგიას. შეიძლება, ვიღაცა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ხელისუფლებაში არ იყო, ან „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში არ იყო, მაგრამ თავისი იდეოლოგიით არის „ნაცი“ და პირიქით, შეიძლება, იმ დროს ვიღაცა საჯარო სამსახურში იყო, მაგრამ დროულად განერიდა იმ რეჟიმს. ჩვენ ვნახეთ, რომ „ნაცობა“, როორც იდეოლოგია, როგორც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული იდეოლოგია, აერთიანებს იმ ხალს, რომლებიც „ალიანსში“ არიან და „ალიანსმა“ ეს ერთიანი სახე დაგვანახა. ამისთვის მადლობაც გვეთქვმის იმ ხალხისთვის, ვინც ეს სისულელე გააკეთა და ერთ ჭერქვეშ თავი მოუყარა ყველას. საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს არის ერთი ძალა. ახლა უკვე როგორ დაიშლებიან და ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით საქართველოში. ამას ქართველი ხალხი უკვე აღარ იჯერებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge