გიგლა აგულაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემა განიხილა
- საზოგადოება
- 17.03.2016
- 11:36
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, „ეკოჰაბში“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემა განიხილეს. შეხვედრას ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც რეფორმის ინსტიტუციურ, ტექნოლოგიურ და სამართლებრივ მიმართულებებს გაეცნენ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივა, „მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ მინისტრისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირთათვის შეხვედრის ორგანიზებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200